ქვემო ჯომაღის პირველი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო ჯომაღის პირველი კოშკი — არქიტექტურის ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჯომაღაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ნაგებობა გეგმით კვადრატს უახლოვდება. შემორჩენილია ოთხი სართული. პირველი სართული ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით. მეორე სართულის დასავლეთ კედელში გაჭრილია თაღოვანი შესასვლელი. კოშკი ნაგებია ფიქალით, ფლეთილი ქვით და დუღაბით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004