ქვემო როკის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო როკის ნაეკლესიარი — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო როკაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

გეგმით მართკუთხა ნაგებობა დარბაზული ტიპისაა. აღმოსავლეთით გააჩნია ბრტყელი საკურთხეველი. შესასვლელი დასავლეთიდანაა დატანებული. ნაგებია რუხი ფერის ფლეთილი ქვით. ეკლესიის კედლები შემორჩენილია ერთი მეტრის სიმაღლეზე. ძეგლის გარშემო მიწის დონე აწეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004