ქვემო კოშკის მეორე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო კოშკას მეორე კოშკი - არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კოშკაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. გადარჩენილია კოშკის ჩრდილო-დასავლეთი კუთხე კარის თაღის ნაწილით დასავლეთ კედელში. ნაგებია ფიქალითა და ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004