ქვემო ერმანის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო ერმანის კოშკი - არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ერმანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. კოშკი ნაგებია ფიქალითა და ფლეთილი ქვით. გადარჩა სამი სართული, მაგრამ გეგმის აზომვა ვერ ხერხდება. კოშკის დარჩენილი ნაწილი ამოვსებულია მიწითა და ქვა-ღორღით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004