ქვემო ბოლის კოშკის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო ბოლის კოშკის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. წყობა ქაოსურია. კოშკიდან ხუთი სართულის დონეზე შემორჩენილია აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლის ნაწილები. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში კარის ღიობია. შესასვლელის თავზე, მესამე სართულის დონეზე სწორკუთხა სარკმელია. თითქმის ყველა სართულზე დატანებულია სათოფურები. ძეგლზე შემორჩენილია სართულშუა გადახურვის კოჭის ბუდეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 174-175