ქვემოდრისის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვემოდრისის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ჭყოპიანი
დეტალები

ქვემოდრისის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყოპიანში. დარბაზული ეკლესია ნატეხი ქვითაა დუღაბზე ნაგები. ბოლო წლებში დაუდევრადაა შეკეთებული ცემენტით. გადახურულია ხის ორფერდა კონსტრუქციაზე დაწყობილი აზბესტით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთის სარკმელი სწორკუთხაა. აფსიდა არასრული ნახევარწრის ფორმისაა ჩრდ. კედელში სწორკუთხა ნიშით. ეკლესიის კედლებში რამდენიმე ნაკაწრი ჯვრის გამოსახულებიანი ქვაა ჩადგმული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38155