ქეშელთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქეშელთის ეკლესია - ტაძარი ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშელთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. ძეგლი განეკუთვნება ჯავის რაიონისათვის დამახასიათებელ გუმბათოვან ეკლესიათა რიგს. ნაგებია ძირითადად ფლეთილი ქვით. ექსტერიერისა და ინტერიერის დიდი ნაწილი გალესილია. აბსიდი შვერილწახნაგოვანია. სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის მოკლე მკლავებში თითო კარია გაჭრილი. დასავლეთის კარს ეკვრის კარიბჭე. კარიბჭეები უნდა ყოფილიყო დანარჩენ ორ კართანაც. გუმბათის რვაწახნაგა ყელში ოთხი სარკმელია გაჭრილი. 70-იანი წლების ბოლოს მოსახლეობას ეკლესია შეუკეთებია. ნაგებობა გადახურულია თუნუქით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004