ქერემჯემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქერემჯემი
მშობლიური სახელი ქერემ ჯემ დიურიუქი
დაბადების თარიღი 28 დეკემბერი, 1977 (1977-12-28) (46 წლის)
მილასი, თურქეთი
ეროვნება თურქი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 2001-დან დღემდე
საიტი keremcem.com.tr

ქერემ ჯემ დიურიუქი (ცნობილია, როგორც ქერემჯემი; თურქ. Kerem Cem Dürük; დ. 28 დეკემბერი, 1977, მუღლა, თურქეთი) — თურქი პოპ მომღერალი და მსახიობი.

ქერემჯემი დაიბადა 28 დეკემბერს, 1977 წელს მილასში, მუღლის პროვინციაში.

ქერემჯემის პირველი კომპოზიცია „Elimde Degil“, 1996 წელს შედგა, ხოლო 2004 წელს გამოვიდა მისი პირველი სოლო ალბომი „Eylul“. იგი გადმოვიდა სტამბოლში 2001 წელს. მალევე დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა. მან შეასრულა 130-მდე კონცერტი მთელ თურქეთში, კვიპროსსა და გერმანიაში. მან ასევე ითამაშა რამდენიმე სატელევიზიო სერიალში: Ask Oyun (2005-2006), Iki Yabancı (2007) და Elif (2008).