ქენქაანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქენქაანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქენქაანში. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.

სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითა და ფიქალითაა ნაგები. აქა-იქ შემორჩენილია შელესილობა. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. სარკმლის ძირში და ჩრდილოეთით კუთხეში ტრაპეზის ქვები დგას. აბსიდის ჩრდილოეთით ერთი, ხოლო სამხრეთით წყვილის წორკუთხანიშაა. კონქი შეისრულია. სატრიუმფო თაღი იმ პოსტებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ შემორჩენილია კანკელის მცირე ნაწილი. ეკლესიის კამარა შეისრულია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. დასავლეთ კედელში მოწყობილია სწორკუთხა ნიშა. იატაკი მიწაყრილია. კედლები, გარედანაც და შიგნითაც შელესილ-შეთეთრებულია. ეკლესიის საბურავად გამოყენებულია დიდი ზომის ფიქალი. კარნიზი მარტივ პროფილიანია. შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტორული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 178