ქენქაანის წმინდა ბარბარეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქენქაანის წმინდა ბარბარეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქენქაანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლის მიდამოებში, ჩრდილოეთით 1,5 კმ არის ნასოფლარი ხოზუეთი. აქ შემორჩენილი ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა. აღმოსავლეთით ასევე სწორკუთხა საკურთხეველი აქვს. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელში გაჭრილია სწორკუთხა სარკმლები. სამხრეთ კედელში შესასვლელის კვალია. ნაგებობის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. კედლები შემორჩენილია 2-3 მეტრის სიმაღლეზე, ზოგან უფრო ნაკლებია. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 179