ქეთევან ბირკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქეთევან არჩილის ასული ბირკაია (დ. 2 მაისი, 1929, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი; საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1985), არქიტექტურის დოქტორი (1989).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1954), იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1954–1958). 1954–1959 წლებში მუშაობდა „საქქალაქმშენსახპროექტში“, 1964 წლიდან — ტიპობრივი და ექსპერიმენტული დაპროექტების თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა კლიმატისა და საცხოვრებლის არქიტექტურის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემები–საცხოვრებლის რეგიონალური არქიტექტურის თავისებურებები და ინდივიდუალიზაცია, საქართველოს და სამხრეთი კავკასიის სამშენებლო კლიმატური დარაიონების მეთოდიკა, ჰელიოარქიტექტურის შექმნის პერსპექტიული განვითარების მიზანშეწონილობა და ა. შ.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • К вопросу строительно-климатического зонирования территории СССР, М., 1974.
  • Микроклимат и тепловая характеристика окружающей человека среды в больших городах Грузинской ССР, Тб., 1976.
  • Архитектура домов повышенной этажности республик Закавказья, Тб., 1980.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]