ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი
დამაარსებელი | დოქტორი გიორგი (გია) ჯოხთაბერიძე და მანანა შევარდნაძე |
---|---|
სათავო ოფისი | თბილისი, საქართველო |
მფლობელი | შპს მაგთი |
საიტი | finearts.ge |
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, რომელიც 2018 წლის 2 ოქტომბერს გაიხსნა, მისი დამფუძნებლების, გია ჯოხთაბერიძისა და მანანა შევარდნაძის ოჯახის კერძო კოლექციაა გამოფენილი. მუზეუმში წარმოდგენილია, 1945 წლიდან დღემდე, 80–მდე ხელოვანის 3500–მდე ნამუშევარი.
ექსპოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლექციაში ოთხმოცამდე ავტორის 3500 ნამუშევარია. ისინი მუზეუმის მესამე, მეოთხედა მეხუთე სართულებზე 31 დარბაზში და 3 კიბის უჯრედში, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის განათების, ტემპერატურულ რეჟიმისა და კონდენცირების პირობებში, მუდმივ ექსპოზიციაშია წარმოდგენილი. დარბაზები 7000 მ² მოიცავს.[1] მუზეუმში ექსპოზიცია ქრონოლოგიურად არის დალაგებული სართულებზე. ასევე ქრონოლოგიურად არის წარმოდგენილი ცალკეულ მხატვართა ნამუშევრების ექსპოზიციაც, რაც მხატვრის განვითარების სხვადასხვა პერიოდს აჩვენებს.
შენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმი პასუხობს მსოფლიო სტანდარტების შესაბამის ყველა პირობას, როგორც მდგრადობის, ისე ტემპერატურული რეჟიმის და განათების თვალსაზრისით. საგამოფენო სივრცე 7000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, საცავი კი 6000 კვადრატული მეტრის სურათებს იტევს. სივრცეს აქვს ასევე 120 კაციანი საკონფერენციო დარბაზი და 300 კვადრატული მეტრის ფართის საექსპოზიციო დარბაზი დროებითი გამოფენებისთვის. მუზეუმის შენობა მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რუსთაველის გამზირზე. სწორედ იმ ადგილას სადაც „მხატვრის სახლი“ იყო, რომელიც ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში თბილისში ომის დროს განადგურდა. მუზეუმის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მშენებლობისთვის გამოყენებულია რკინა-ბეტონი ხოლო მოპირკეთებისთვის ქვა. შენობის ფასადზე არწივის ქანდაკებაა გამოსახული, რომელიც მუზეუმის სიმბოლოს წარმოადგენს. ის, დასავლეთ საქართველოში, ვანში, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ არწივთა მცირე ფიგურების (ძვ. წ. II–I საუკუნეები) მიხედვითაა შექმნილი. ქანდაკების ავტორები დავით მინდორაშვილი და ედუარდ შახნაზაროვი არიან, რომელთა ნამუშევრები მუზეუმშიცაა წარმოდგენილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი. GeorgianMuseums. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2023.