ქარზამეთის ყორღანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქარზამეთის ყორღანიარქეოლოგიური ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარზამეთში. განეკუთვნება ძვ. წ. XVII საუკუნეს, ბრინჯაოს ხანის პერიოდს.

ყორღანი მთლიანად გათხრილი და დაზიანებულია. ყრილი ქვები გარშემოა მიმოფანტული, მხოლოდ კამერის კედლებიღაა შემორჩენილი. კამერა ნაგებია ქვით და მშრალი წყობით. გადახურვაც მთლიანად მოხსნილი აქვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21333