ქალწულის კოშკი (გადაბეის რაიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალწულის კოშკი
აზერ. Qız qalası
მდებარეობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი, გადაბეის რაიონი, სოფელი სეიუდლიუ
თარიღდება IX-XII საუკუნეები
მდგომარეობა ნანგრევები

ქალწულის კოშკი (აზერ. Qız qalası; Namərd qala) — შუასაუკუნეების ციხე, რომელიც განლაგებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადაბეის რაიონის სოფელ სეიუდლიუს მახლობლად, მთაზე. ციხის აშენებასთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემები არ არის შემორჩენილი.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის მთის ციხეებს შორის ნამერდ გალას ციხე გადაბეიში გამოირჩევა თავისი საშენი მასალების მონუმენტალობით და არქიტექტურული ფორმებით. სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ციხეს მოიხსენიებენ როგორც ნამერდ გალას, ხოლო ხალხში იგი ცნობილია, როგორც ქალწულის კოშკი. არ არის ცნობილი მისი აშენების საბაბი და დრო, მაგრამ თავისი არქიტექტურული სტილით იგი მიეკუთვნება XII საუკუნეს — ელდანიზთა[2] მმართველობის ხანას.

არქიტექტურული თავისებურებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გედაბეკის ქალწულის კოშკი მრავალკუთხოვანია. მთის პირობებში რთული არქიტექტურული ნიმუშის შექმნა მეტყველებს არქიტექტორის ხელოვნებაზე. ციხის კუთხეებში აღმარტულია მომრგვალო კოშკები, რაც არქიტექტურის ცენტრალურ ელემენტებს წარმოადგენენ. ციხე წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას. ციხის ზედა სარტული განლაგებულია მთის მწვერვალზე. სამხრეტის ყველაზე მაღალი წერტილი უკავშირდება მის ქვედა ნაწილს. ციხე აუღებელია.[3]

მთის ციხეები ძირითადად შენდებოდნენ იმ მასალით, რომელიც გვერდით იყო. ეს ციხე კი აშენებულია გამომწვარი აგურით. აგურების სიგრძე 23 სანტიმეტრია, ხოლო სიგანე კი 6 სანტიმეტრი. ციხის სიგრძე 250 მეტრს აღწევს. მას გააჩნია ღია და ფარული გვირადები, რომლებიც უკავშირდებიან მდინარე შამქირ ჩაის.

ციხის მთაზე განლაგება იძლეოდა საშუალებას ეკონტროლებინა დიდი ტერიტორია.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Расул Рза, Джамиль Гулиев. Азербайджанская Советская Энциклопедия. — Баку, 1983.
  2. Джидди, Г. Районы распространения «Девичьих башен» (Гыз Галасы) и исторические корни этого названия /Г.Джидди, Н.Джидди //.- 1980.-Т.9.
  3. Cəfər Qiyasi. Nizami dövrü memarlıq abidələri. — İşıq, 1991. — 264 с. — ISBN 5-89650-334-2.
  4. Fəxriyyə Abdullayeva Mədəniyyət.- 2011.- 2 dekabr.- S. 9.