ქალეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქალეთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ქალეთში, სასაფლაოზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევი, ნაგები სხვადასხვა ზომის უხეშად თლილი ქვიშაქვის კვადრებით. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია წვრილი ქვაც.

ნაგებობა გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის   ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშია. აბსიდის და კედლების სიმაღლე დაახლოებით 2-3 მეტრს აღწევს. ძლიერი დაზიანების გამო სარკმლები არ იკითხება.

სამხრეთი შესასვლელის მხოლოდ მარცხენა წირთხლია შემორჩენილი.

ინტერიერში და ძეგლის გარშემო ყრია დიდი ზომის ჩამონაშალი ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004