შინაარსზე გადასვლა

ქალები ლაოსში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქალები ლაოსშილაოსის საზოგადოებაში აქტიურად ჩართული მოქალქეები. ისინი წარმოდგენილნი არიან პოლიტიკაში, მართავენ ავტომობილს, წვლილი შეაქვთ სოციალურ ტრანსფორმაციასა და განვითარებაში. თანდათან იზრდება მათი როლი მსოფლიო ბიზნესში. ლაოსელი ქალები მუშაობენ სამედიცინო სფეროში და აწარმოებენ საკვებს სამხედრო დანაყოფებისთვის. მოდერნიზაციისა და სოფლის მივიწყების გამო, ლაოსელებმა დაიწყეს ლაოსის ტრადიციული იდეალებისთვის უცხო, ცხოვრების ახალი წესების მიღება. [1]

ლაოსელი ქალი, ლუანგპრაბანგი, ლაოსი.
ლაოსელი გოგოები კითხულობენ.

ლაოსის კონსტიტუციის თანახმად, ლაოსელი ქალები იურიდიულად უტოლდებიან ლაოსელ მამაკაცებს. მათ აქვთ ხმის მიცემისა და ქონების მემკვიდრეობით მიღების უფლება. პრაქტიკაში, ლაოსურ საზოგადოებაში ქალის როლები და სტატუსი ხშირად დამოკიდებულია ეთნიკურ კუთვნილებაზე. [1] ზოგიერთ შემთხვევაში მათ აქვთ უფლება მიიღონ მემკვიდრეობა, მაგალითად, ლაო ლუმის ქალთა სტატუსით: უმცროს ქალიშვილს ხშირად ევალება მშობლების მოვლა-პატრონობა მემკვიდრეობით მიღებული სარგებლის (მიწა და ბიზნესი) სანაცვლოდ.

მემკვიდრეობის მიღების შემდეგ ქალიშვილი არ იღებს პირდაპირ კონტროლს მიწასა და ბიზნესზე, რადგან მის ქმარს აქვს აღმასრულებელი ძალაუფლება ასეთ საკითხებზე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღებიც ქმარია. [1] სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალები არაფერს იღებენ მემკვიდრეობით.

სოფლად მცხოვრები ლაოსელი ქალი ასრულებს სხვადასხვა სახის ნახევრად ფორმალურ როლებს თავიანთ თემებში, მათ შორისაა, ხელნაკეთობა, ვაჭრობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და განათლება. ქალაქებისა და მთავრობის დონეზე, ლაოსელი ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი, განსაკუთრებით მაღალი დონის თანამდებობებზე. ხელფასების მხრივ, ქალები, როგორც წესი, უფრო დაბალ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე კაცები. [1]

ლაოსურ ბუდიზმთან და ტრადიციულ რწმენასთან დაკავშირებით, ბევრ ლაოსელ ქალს ასწავლიან, რომ მათ ნირვანას მიღწევა შეუძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ხელახლა დაიბადებიან, როგორც მამაკაცები. [1]

განათლება და ტრენინგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უფრო ნაკლები ლაოსელი გოგო სწავლობს სკოლებში, ვიდრე ბიჭი. [2] მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებზე ნაკლები ცოდნა და განათლება აქვთ ,(ლაოსელი ქალების 63 %-ს წერა და კითხვა შეუძლია, ხოლო, მამაკაცების - 83%), [3] ლაოსელი ქალები უზრუნველყოფენ ფინანსურად თავიანთ ოჯახებს, განსაკუთრებით სოფლად.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ლაოსელმა ქალებმა ისარგებლეს მიკროსაფინანსო პროგრამებით, რომლებსაც სთავაზობენ ორგანიზაციები, როგორიცაა სოციალური ეკონომიკური დეველოპერების ასოციაცია (SEDA). ასეთ პროგრამებში ქალები სწავლობენ ბიზნესის შექმნას, ბიზნესის მენეჯმენტს, მასალების შესყიდვას, მასობრივ წარმოებას, პროდუქტების ფასებზე მოლაპარაკებებს, ფინანსურ მენეჯმენტს, მარკეტინგის სტრატეგიებს, წერის უნარებს, ბიზნესის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების საკითხებს. ეს მიზნად ისახავს ქალების გაძლიერებას და „ფინანსური სტაბილურობის“ შექმნას. [4]

ქალთა განათლებაში კიდევ ერთი ორგანიზაციაა სპეციალური საჭიროების მქონე ლაოსელ ქალთა განვითარების ცენტრი, ინსტიტუტი, რომელიც ამზადებს ლაოსელ ქალებს საჭიროების მიხედვით. ლაოსის სპეციალური საჭიროების მქონე ქალთა განვითარების ცენტრი დააარსა ჩანფენგ სივილამ და ძირითადად მუშაობდა სემინარების კუთხით, სანამ გაფართოვდებოდა 2002 წელს. კიდევ ერთი მსგავსი ჯგუფი, რომელიც ფოკუსირებულია ლაოსელი ქალების უფლებებზე, გაძლიერებასა და ჯანმრთელობაზე, არის საიაბურის პროვინციის ქალთა განვითარების კომიტეტი.

ქალებმა ხმის მიცემისა და არჩევის უფლება მიიღეს 1958 წელს. [5] ისინი მთავრობაში ნაკლებად არიან წარმოდგენილი როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე. 2011 წლის მარტში, ეროვნულმა ასამბლეამ ჩაატარა სემინარი ორმოცდაშვიდი ქალი კანდიდატისთვის ლაოსის მე-7 გენერალური არჩევნების წინ.[1]

ლაოსურ საზოგადოებაში, ტრადიციულად, სტიგმატიზირებული არიან ქალები, რომლებიც ქმრებს გაშორდებიან. მათ ხშირად უჭირთ სხვა მეუღლის მოძებნა. [1]

პროსტიტუცია და ტრეფიკინგი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მრავალი ღარიბი ქვეყნის მსგავსად, ლაოსელი ქალებისთვის სერიოზული პრობლემაა ადამიანებით ვაჭრობა და პროსტიტუცია. [6] [7]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Burke, Andrew and Justine Vaisutis. Women in Laos, Laos, Lonely Planet, 2007, 372 pages
  2. The world's women, 2000: trends and statistics დაარქივებული 2016-04-25 საიტზე Wayback Machine. . United Nations. 2001. P. 87
  3. "CIA World Factbook 2011: Laos დაარქივებული 2010-12-29 საიტზე Wayback Machine. " Central Intelligence Agency
  4. Halligan, Charlotte. Laos' Forgotten Women დაარქივებული 2012-10-05 საიტზე Wayback Machine. , September 2, 2009
  5. Female candidates for National Assembly election promoted დაარქივებული 2020-11-27 საიტზე Wayback Machine. , In Women's Rights, March 29–30, 2011
  6. 2009 Human Rights Report: Laos. U.S. Department of State. March 11, 2010. Retrieved December 5, 2012.
  7. Laos. U.S. Department of State. February 28, 2005. Retrieved December 5, 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქალები_ლაოსში“-დან