შინაარსზე გადასვლა

ქაიფენგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
开封市
Kāifēng Shì
კაიფინი ჩინეთის რუკაზე
ადმინისტრაციული ტიპი პრეფექტურის დონის ქალაქი
ფართობი 6,444 კვ. კმ
მოსახლეობა 4.8 მლნ
ეშპ ¥7,250 სულზე (2004)
ეთნიკური ჯგუფები ჩინელები, დუნგანე
რაიონები 10
სატელეფ. პრეფიქსი 378
ცნობილი ნახატი - ასახავს მდინარის გასწვრივ ცინგმინგის ფესტივალის მიმდინარეობას, ზოგიერთის აზრით, ასახავს ცხოვრებას ქაიფენგში ცინგმინგის ფესტივალზე. არსებობს რამდენიმე ვერსია - ზემოაღნიშნული მე-18 საუკუნის რეკრეაციაა - ორიგინალის, რომელიც მიეწერება მე-12 საუკუნის მხატვარ ჭანგ წეტუანს.
სურათი ცზინმინის ღელეზე თამაშის, ჩჟან ცზეჟუი, XI ს. ბოლო - XII ს. დასაწყისი.

ქაიფენგი (ჩინ.: 开封; ფინინი:Kāifēng)—პრეფექტურის დონის ქალაქი ჩინეთში, მდებარეობს პროვინცია ხენანში, მდინარე ხუანგხეს სამხრეთ ნაწილში. დასავლეთით ესაზღვრება ჭენგჭოუს მუნიციპალიტეტი და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება პროვინცია შანტუნგი. ჩინეთის 8 ანტიკური დედაქალაქიდან ერთ-ერთი. ჩინეთის ისტორიის მანძილზე, დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა 8-ჯერ. ცნობილია ჩრდილოეთ სუნგის დინასტიის დედაქალაქის სახელით.

2020 წლის საყოველთაო აღწერით, ქაიფენგის პრეფექტურის მოსახლეობა შეადგენს 4,824,016 ადამიანს, რომელთაგან 1,735,581 ცხოვრობდა მეტროპოლიტენის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც შედგება სიანგფუ, ლუნგთინგი, შუნხე ხუეი და იუვანთაის უბნებისგან.

ქალაქი ქაიფენგი (ტონგძინგი, პიენლიანგი) ჩრდილოეთ სუნგის დინასტიის დროს
ქაიფენგის რუკა (K'ai-feng)
პიენძინგის (ქაიფენგი) გარე ტერიტორია, იუენის დინასტია.

ქაიფენგი ჩინეთის რვა უძველესი დედაქალაქიდან ერთ-ერთია. პეკინის მსგავსად, ისტორიის მანძილზე ქალაქს რეკონსტრუქცია არაერთხელ განხორციელდა. ძვ.წ. 364 წელს, მეომარი სახელმწიფოების პერიოდში ვეის სამეფომ დაააარსა ქალაქი, სახელად ტალიანგი ჩინ.: 大梁, როგორც ამ მხარის დედაქალაქი. ამავე პერიოდში აშენდა პირველი არხი, რომელიც ადგილობრივ მხარეს ყვითელ მდინარეს აკავშირებდა. როდესაც ცინის სამეფომ ვეის სამეფო დაიპყრო, ქაიფენგი განადგურდა და იქაურობა მოსახლეობამ მიატოვა, გარდა საშუალო ზომის საბაზრო ქალაქისა, რომელიც ადგილზე დარჩა. ხანის დინასტიის პერიოდში ქალაქს გარკვეული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ქაიფენგი გახდა ლიუ ვუს (ხანის იმპერატორ ვენის ვაჟი) დედაქალაქი, როდესაც ის ლიანგის პრინცი გახდა. ლიუ ვუმ აღადგნა და ააშენა მრავალი შენობა და ქალაქის ძველი კედელი. ქაიფენგი გახდა მუსიკის, ხელოვნების, მხატვრების თავშესაფარი და ნათელი ბაღების ცენტრი, მიუხედავად ქალაქის ტრივიალური პოლიტიკური მნიშვნელობისა.[1]

VII საუკუნის დასაწყისში, ქაიფენგი გადაკეთდა მთავარ კომერციულ ცენტრად, მას შემდეგ რაც იგი დიდ არხს დაუკავშირდა, აგრეთვე დასავლეთ შანტუნგში გამავალი არხის აგებით. 781 წელსს, თანგის დინასტიის დროს, ახალი ქალაქი აღადგინეს და დაარქვეს პიენი (ჩინ.: . პიენი იყო ხუთი დინასტიისა და ათი სამეფოს პერიოდის, გვიანდელი ლიანგია, გვიანი ძინის (936-946), გვიანი ხანის (947-950) და გვიანი ჭოუს (951-960) პერიოდის დედაქალაქი. სუნგის დინასტიამ 960 წელს, გვიანი ჭოუს დამარცხების შემდეგ (ჩენციაოს ინციდეენტი), პიენი თავის დედაქალაქად აქცია. ცოტა ხნის შემდეგ ქალაქის ტერიტორია გაფართოვდა.

სუნგის დროს, როდესაც ის ცნობილი იყო როგორც ტუნგძინგი ან პიენძინგი, ქაიფენგი, მაშინდელი ჩინეთის უდიდესი და ყველაზე აყვავებული ქალაქი, სადაც 400 000-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობდა როგორც ქალაქის გალავანში, ისე მის გარეთ. ქალაქში მძვინვარებდა ტიფის დაავადება.[2] 1049 წელს, ქაიფენგში აშენდა იოუკუოსის პაგოდა (ჩინ.: 佑國寺塔), ასევე ცნობილი, როგორც რკინის პაგოდა. არის 54,7მ სიმაღლის და წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას.

ქაიფენგმა მნიშვნელობის პიკს მე -11 საუკუნეში მიაღწია, როგორც კომერციული და სამრეწველო ცენტრი ოთხი ძირითადი არხის კვეთაზე. ამ დროის განმავლობაში, ქალაქს გარშემორტყმული იყო ქალაქის კედლების სამი წრით და დაახლოებით, 600 000 -დან 700 000 -მდე მოსახლით, რაც ქალაქს 1013-დან 1127 წლამდე მსოფლიოში უდიდეს ქალაქად აქცევდა. ეს პერიოდი დასრულდა 1127 წელს, როდესაც ქალაქი ჯურჩენი დამპყრობლების ხელში ჩავარდა ჯინგქანგის ინციდენტის შედეგად. შემდგომში ქალაქი მოექცა ჯურჩენების ძინის დინასტიის მმართველობის ქვეშ,[3] მიუხედავად იმისა, რომ იგი დარჩა მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ ცენტრად, მხოლოდ ადრეული სუნგის შიდა ქალაქის კედლის შიგნით დარჩა დასახლებული ტერიტორია და დანარჩენი მიტოვებული იყო.

ეს პერიოდი დასრულდა 1127 წელს, როდესაც ქალაქი ძინგქანგის ინციდენტის შედეგად ჯურჩენი დამპყრობლების ხელში ჩავარდა. ქაიფენგი მოექცა ჯურჩენების ძინის დინასტიის მმართველობის ქვეშ, რომლებმაც ძინისა და სუნგის დინასტიებს შორის ომების დროს[4] დაიპყრეს ჩრდილოეთ ჩინეთის უმეტესი ნაწილი. ქაიფენგმა შეინარჩუნა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსი, თუმცა რეალურად ქალაქი შემცირდა ადრეულ სუნგის პერიოდის ქალაქის შიდა კედლის შიგნით დასახლებულ ტერრიტორიამდე, მიმდებარე ტერიტორია მიტოვებული დარჩა.

როგორც სუნგის იმპერიულ ქალაქს, ქაიფენგს ლოგისტიკური მომარაგებისთვის ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა, ყვითელი მდინარის ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების გამო. სამხედრო თვალსაზრისით ეს დაუცველს ხდიდა. ქაიფენგი 1157 წლიდან (ალტერნატიულ წყაროებში მოხსენიებულია 1161 წ.) ჯურჩენის "სამხრეთ დედაქალაქის" სტატუსით სარგებლობდა და ამავე პერიოდში დაიწყო ქალაქის რეკონსტრუქცია.[5] ჯურჩენებმა 1214 წლმდე დედაქალაქი უფრო ჩრდილოეთით შეინარჩუნეს თუმცა მოგვიაებით მონღოლთა თავდასხმების გამო იძულებული გახდნენ ქაიფენგში გამაგრებულიყვნენ. 1232 წელს მონღოლთა და სუნგის დინასტიის გაერთიანებულმა ძალებმა ალყა შემოარტყეს სამხრეთის ქალაქს და დაამხეს ჯურჩენთა სუნგის დინასტია. 1279 წელს მონღოლებმა მთელი ჩინეთი დაიპყრეს და დააარსეს იუენის დინასტია. იუენის დინასტიის დედაქალაქად გამოცხადდა ხენან ძიანგპეის პროვინციის დედაქალაქად პიენლიანგი გამოცხადდა, რომელიც დაარსდა 1277 წელს.

ქაიფენგის ალყის დროს, მონღოლებმა და ხანელმა ჩინელებმა (რომლებიც მონღოლებს შეუერთდნენ) დახოცეს ძინ ჯუუჩენის ვანიენის იმპერიული ოჯახის მამრობითი სქესის წევრები და როგორც ომის ტყვეები მონღოლეთში წაიყვანეს ძინის დინასტიიის სამეფო ხარჭები და პრინცესები, მათს შორის დედოფალი.[6] მონღოლებმა ქალაქი გაძარცვეს, იმ დროისთის პირველად, ქალაქის მოსახლეობას ვაჭრობის ნება დართეს. ხანელი მოსახლეობა თავიანთ ძვირადღირებულ ნივთებს მონღოლ მეომრებს კრიტიკულად აუცილებელ საკვებში უცვლიდნენ.[7]

1260 წელს, მარკო პოლო ჩავიდა ქაიფენგში და თავის დღიურში აღწერა იქ არსებული მდგომარეობა.

XIV საუკუნის შუა ხანებში ქალაქი დაიკავა წითელწითელდოლბადიანთა აჯანყებულებმა, რომლებმაც 10 წლის მანძილზე ქალაქი თავიანთ დედაქალაქად გამოაცხადეს. აჯანყებულები დაამარცხა ახლად დაარსებულმა მინგის დინასტიის სამხედრო შენაერთებმა. 1368 წელს, მინგის დინასტიის დასაწყისში ქაიფენგი გახდა ხენანის პროვინციის დედაქალაქი.[1]

1642 წეკს მინგის არმიამ ლი წიჩენგის აჯანყების ჩასახშობად ქალაქი დატბორა ყვითელი მდინარის წყლით. ამ კატასტროფის შემდეგ ქალაქი კვლავ მიტოვებული დარჩა. 1662 წელს, ცინგის დინასტიის იმპერატორ ქანგსის მეფობის დროს, ქაიფეგი აღადგინეს. 1841 წლის წყალდიდობის შემდეგ, 1843 წელს დაიწყო ქალაქის ხელახალი რეკონსტრუქცია და ქაიფენგმა მიიღო დღევანდელი იერსახე.

VIII-IX საუკუნეებიდან XIX საუკუნემდე, ქაიფენგში სახლობდა უძველესი ებრაული საზოგადოება, ქაიფენგის ებრაელები.[8][9] 2016 წლის მონაცემებით, ქალაქში შემორჩანილია 20 ებრაელი.[9]

1938 წლის 6 ივნისს ქალაქი იაპონიის იმპერიულმა არმიამ დაიპყრო. ქაიფენგი 1954 წლამდე დარჩა ხენანის პროვინციის დედაქალაქად, სანამ დედაქალაქი ჭენგჭოუში გადავიდა. 1969 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ლიოუ შაოცი ქაიფენგში შინაპატიმროფაში ყოფნისას სამედიცინო უყურადღებობის გამო გარდაიცვალა.

1948 წელს, ქაიფენგში შეტაკებები გაიმართა კომუნისტური პარტიის სამხედრო ძალებსა და ნაციონალისტებს (კუომიტანგს) შორის, რასაც მოჰყვა სახალხო განმანთავისუფლებელი არმიის გამარჯვება და ნაციონალისტური ძალების დაშლა.


  • Cotterell, Arthur. (2007). The Imperial Capitals of China – An Inside View of the Celestial Empire. London: Pimlico, გვ. 304 pages.. ISBN 978-1-84595-009-5. 
  • The Origin of the Kaifeng Jews, in S. Shaked, ed., Irano-Judaica, Jerusalem, 1982, pp. 101–11

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 (1996) International Dictionary of Historic Places, Volume 5: Asia and Oceania. Chicago: Fitzroy Dearborn Publishers, გვ. 420. ISBN 1-884964-04-4. 
  2. Jacques Gernet. Daily Life in China on the Eve of the Mongol Invasion, 1250-1276. (Stanford, CA: Stanford University Press, 1962). Translated by H. M. Wright. ISBN 0804707200.
  3. Lorge, Peter (2005). War, Politics and Society in Early Modern China, 900–1795. Routledge, გვ. 52–54. ISBN 978-0-203-96929-8. 
  4. Lorge, Peter (2005). War, Politics and Society in Early Modern China, 900–1795. Routledge, გვ. 52–54. ISBN 978-0-203-96929-8. 
  5. The Eastern Manchurian Woodsmen Replacing the Western Manchurian Nomads. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-05. ციტირების თარიღი: November 6, 2010
  6. „列傳第二 后妃下 (Biographies 2, Imperial wives and concubines [lower volume])“, 金史 (zh). 
  7. Carter, James. (2022-04-06) A Mongol siege, the Black Death, and the end of two dynasties en-US. ციტირების თარიღი: 2023-09-17
  8. Ainslie, Mary J. (March 2021). „Chinese Philosemitism and Historical Statecraft: Incorporating Jews and Israel into Contemporary Chinese Civilizationism“. The China Quarterly (ინგლისური). 245: 208–226. doi:10.1017/S0305741020000302. ISSN 0305-7410.
  9. 9.0 9.1 JTA and Stuart Winer. 5 Chinese women immigrate to Israel, plan conversion en-US. ციტირების თარიღი: 2022-09-14