შინაარსზე გადასვლა

ფხენიანის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფხენიანის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანაჩრდილოეთი კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა
ქალაქიფხენიანი
გახსნის თარიღი6 სექტემბერი 1973 წ.
ხაზის სიგრძე22,5 კმ.
სადგურთა რაოდენობა16 (+1 დახურული)
ხაზთა რაოდენობა2
მგზავრები დღეში
მგზავრები წელიწადში
ლიანდაგის სიგანე{{{სიგანე}}}
ელექტროფიკაცია{{{ელექტროფიკაცია}}}
მაქსიმალური სიჩქარე{{{სიჩქარე}}}
ხაზების სქემა

ფხენიანის მეტროპოლიტენი (კორ 평양 지하철) — ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანის მეტროსისტემა. მეტროპოლიტენი 1973 წლის 6 სექტემბერს გაიხსნა და კორეის ნახევარკუნძულზე პირველ მეტროდ შეიძლება ჩაითვალოს (რამდენადაც სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მეტროპოლიტენი მომდევნო 1974 წელს გაიხსნა). მეტროს ორი ხაზი აქვს 22,5 კმ სიგრძეზე. 17-დან ერთ-ერთი სადგური, რომელიც კიმ ირ სენის მავზოლეუმთან ამოდიოდა, მავზოლეუმის გახსნის შემდეგ დაიხურა.

ფხენიანის მეტროპოლიტენის მშენებლობა 1968 წელს დაიწყო. მდინარე ტედონგანის ქვეშ ხაზის გაყვანისას ძლიერი ავარია მოხდა; ზოგიერთი მონაცემებით, ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ტრასის ეს ნაწილი მას მერე აღარც დაუსრულებიათ, დღეისათვის მთელი მეტროქსელი მდინარის მარჯვენა ნაპირზეა განლაგებული.

მსოფლიოში ყველაზე ღრმად მეტროპოლიტენი (სიღრმე 20—100 მ) სამხედრო მოსაზრებებით აშენდა. ფხენიანის მეტროპოლიტენის თავისებურებად სადგურის დამრეცი შესასვლელის არა ჭაღებით ან ვერტიკალური სანათებით განათება, არამედ ბალუსტრადის მნათი ნაწილებით განათება მიიჩნევა.

არც ერთი სადგური სახელწოდებას ადგილმდებარეობიდან გამომდინარე არ ატარებს (ერთადერთია ამ მხრივ მსოფლიოში), არამედ ამა თუ იმ დღესასწაულის და ჩუჩხეს ძირითადი პრინციპების დასახელებებს ატარებს. სადგურები მარმარილოს, ბარელიეფების და მოზაიკის გამოყენებით არის გაფორმებული სოციალისტური რეალიზმის სულისკვეთებით, არასტანდარტული განათება კი მოსკოვის სტალინის დროინდელი მეტროსადგურების მსგავსად არის გაკეთებული.

მგზავრობის ღირებულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფხენიანის მეტრო - მსოფლიოში ყველაზე იაფია, მგზავრობა 5 ჩრდილოკორეული მიუანია ღირს, რაც დაახლოებით 5 თეთრის ტოლფასია ქართული ფულადი ექვივალენტით. ამასთან, ეს საფასური ხელმისაწვდომია თუ არა ჩრდილოკორეის ნებისმიერ მოქალაქისთვის, უცნობია.

ფხენიანის მეტროპოლიტენის ესკალატორი, რომელიც ბალუსტრადების მნათი ნაწილებიდან წამოსული შუქით ნათდება

ფხენიანში ექსკურსიის დროს უცხოელებს მხოლოდ ორ სადგურს — „ენგვანს“ და „ფუჰინს“ უჩვენებენ, სხვა სადგურების დათვალიერება კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

სადგურიქართულადგადაჯდომა
#1 ჩოლიმას ხაზი
Pulgunbyolწითელი ვარსკვლავი
Chonuკომრადი#2 Chonsung
Kaesonტრიუმფული დაბრუნება
Tongilერთობა
Sungniგამარჯვება
Ponghwaშუქურა
Yonggwangდიდება
Puhungგამოცოცხლება
#2 ჰიოქსნის ხაზი
Kwangbokაღორძინება
Kongukერის ფონდი
Hwaggumbolოქროს ნიადაგი
Konsolშენება
Hyoksinგანახლება
Chonsungტრიუმფი#1 Chonu
Samhungსამი ბუმი
Kwangmyongნათება
Rakwonსამოთხე

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]