დეივიდ კოენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დევიდ ს. კოენი (დაი. 11 ივნისი, 1963, ბოსტონი) - ამერიკელი იურისტი, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის მოვალეობას ასრულებდა 2021 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 19 მარტამდე. იგი ასევე მუშაობდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილედ 2015 წლის 9 თებერვლიდან - 2017 წლის 20 იანვრამდე. კოენი მუშაობდა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტშიც. ასევე ეწეოდა საადვოკატო მომსახურებას კერძო სექტორში. სახაზინო სამსახურში, სხვა თანამდებობებთან ერთად, იგი მუშაობდა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში მდივნის მოადგილედ, სადაც მან მოიპოვა მეტსახელი "სანქციების გურუ".