ფუნდურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფუნდურა
Anoplotrupes.stercorosus.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  მწერები
ოჯახი:  მოცურალასებრნი
ლათინური სახელი
Geotrupidae

ფუნდურა, ფუნაგორია (ლათ. Geotrupidae) — ხოჭოების ჯგუფი მოცურალასებრთა ოჯახისა (Apholiinae, geotrupinae, scarabaenae და სხვ.), მოიცავს რამდენიმე ქვეოჯახს. მათი სხეულის სიგრძე 70 მმ აღწევს. ფერად მურა ან შავია, ზოგჯერ ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. ხოჭო და მატლი ნაკელით იკვებება, ზოგი კი ლეშით, იშვიათად კი მცენარეებით. ჯგუფში 6000 სახეობაზე მეტია, აქედან ყოფილ სსრკ-ში 450-მდე სახეობა. საქართველოში აღსანიშნავია სიმინდის ფუნაგორია (ლათ. Pentodon idiota), რომელიც აზიანებს შაქრის ჭარხალს , სიმინდს, მზესუმზირასა და სხვ. ფუნაგორიებს დიდი მნიშვნელობა აქვთ როგორც ასენიზატორებს, ზოგი კი პარაზიტული ჭიების შორისული მასპინძელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]