ფსიოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფსიოლი
რუს. Псёл, უკრ. Псел
Река Псёл у села Самарино 03.JPG
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
უკრაინის დროშა უკრაინა
ტერიტორიული ერთეულები

კურსკის ოლქი, ბელგოროდის ოლქი


სუმის ოლქი, პოლტავის ოლქი
ქალაქები ობოიანი, სუმი, გადიაჩი
სათავე 51°07′58″ ჩ. გ. 36°44′52″ ა. გ. / 51.13278° ჩ. გ. 36.74778° ა. გ. / 51.13278; 36.74778
შესართავი კამენსკოეს წყალსაცავი
49°01′16″ ჩ. გ. 33°32′03″ ა. გ. / 49.02111° ჩ. გ. 33.53417° ა. გ. / 49.02111; 33.53417
სიგრძე 717 კმ
აუზის ფართობი 22,8 ათ. კმ²
მდინარის სისტემა კამენსკოეს წყალსაცავიდნეპრიშავი ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 48,2 მ³/წმ
ფსიოლი — უკრაინა
ფსიოლი
ფსიოლი
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg ფსიოლი ვიკისაწყობში

ფსიოლი[1] (რუს. Псёл, Псиол, Песл, Песел, უკრ. Псел, Псьол, Псло) — მდინარე რუსეთსა და უკრაინაში; დნეპრის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 717 კმ, აუზის ფართობი 22,8 ათასი კმ². სათავეს იღებს შუა რუსეთის მაღლობზე, უმთავრესად მიედინება ბორცვებიან ვაკეზე, ქვემო წელი დნეპრისპირეთის მაღლობზეა, ჩაედინება კამენსკოეს წყალსაცავში. ჭალა ფართოა. უპირატესად იკვებება თოვლის წყლით. გაზაფხულის წყალდიდობებზე (მარტი — მაისი) მოდის წლიური ჩამონადენის 70%, წყალმცირობა იცის ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო მრავალწლიური ხარჯი ხუტორ ზაფსელიესთან 48,2 მ³/წმ-ია. იყინება დეკემბერში, ლღვება თებერვლის ბოლოს – აპრილის დასაწყისში. ძირითადი შენაკადია ხოროლი (მარჯვენა). მდინარეზეა ქალაქები (დინების მიმართულებით): ობოიანი (რუსეთი), სუმი, გადიაჩი (უკრაინა).[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ელერდაშვილი ა., ფსიოლი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოცემა, თბ.: „ფანტაზია“, 2006.
  2. ПСЁЛ // Большая российская энциклопедия. т. 27. — М., 2015. — стр. 679.