ფსევდომორფოზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოეთიტის ფსევდომორფოზა პირიტის მიმართ
ფსევდომორფოზა მერქნის მიმართ

ფსევდომორფოზა (< ფსევდო... და ძვ. ბერძნ. μόρφωσις — სახეობა, ფორმა) — მინერალური წარმონაქმნი, რომლის გარეგანი ფორმა არ შეესაბამება მის შემადგენლობას ან/და შინაგან აგებულებას. ფსევდომორფოზა იღებს იმ თავდაპირველი მინერალის ან ბიოლოგიური სხეულის იერს, რომელსაც ახალი ანაცვლებს. მათ მიეკუთვნება სწორი კრისტალოგრაფიული ფორმის მინერალური სხეულები, ქანების ახალწარმოქმნილი მინერალებით ჩანაცვლებული მარცვლები, აგრეთვე ფლორისა და ფაუნის გაქვავებული ნაშთები. ფსევდომორფოზის განსაზღვრისას მიუთითებენ წინა ნივთიერებისა და ჩამნაცვლებელი მინერალის სახელებს (მაგ., ლიმონიტის ფსევდომორფოზა პირიტის მიმართ, ქალცედონის ფსევდომორფოზა მერქნის მიმართ). გვხვდება მონო- და პოლიმინერალური ფსევდომორფოზები. წარმოქმნის მექანიზმის მიხედვით განარჩევენ შემდეგი სახის ფსევდომორფოზებს: შევსებული (წინა მინერალი გაიხსნა და მისი ადგილი შეივსო ახლით), ჩანაცვლებული (ერთი მინერალი ჩანაცვლდა მეორეთი), შეცვლილი (მაგ., პოლიმორფული გადასვლების დროს წარმოქმნილი ფსევდომორფოზები, ე.წ. პარამორფოზები) და სხვ.[1] პარამორფოზის შემთხვევაში ერთმანეთს ჩაენაცვლება ერთი და იმავე ნივთიერების სხვადასხვა პოლიმორფული მოდიფიკაცია (მაგ., პირიტის ფსევდომორფოზა მარკაზიტის მიმართ, კალციტისაარაგონიტის მიმართ).[2] ფსევდომორფოზის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს მინერალთწარმოქმნის კვლევისათვის.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Пекова Н. А. Псевдоморфоза // Большая российская энциклопедия. т. 27. — М., 2015. — стр. 677.
  2. ფსევდომორფოზა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 409.