ფრინველთა დარგოლვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დარგოლვილი ფრინველი

ფრინველთა დარგოლვაფრინველთა ნიშანდების ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც ფართოდ გარეულ ფორმათა ბიოლოგიის შესასწავლად. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დარგოლილია მრავალი ფრთა ფრინველი. დაჭერილ ფრინველს ფეხზე უკეთებენ მსუბუქი ლითონის რგოლს, რომელზედაც ამოტვირფრულია ნომერი და პირობითი მისამართი. რეგისტრაციას ატყობინებენ სახელმწიფოს დარგოლვის ცენტრს.

ფრინველთა დარგოლვა ხდება ბუდობის ადგილებში, სამიგრაციო გზებზე, ნომადობისას, ზამთრობისას, განგურის პერიოდში და სხვა. ფრინველთა დარგოლვა არის ინდივიდუალური და მასობრივი. ფრინველთა დარგოლვის შედეგად ადგენენ ფრინველთა გადაფრენის დროს, მიმართულებას, სიმაღლეს, განსახლებას, სიკვდილიანობის პროცენტს და მიზეზებს, რაც მნიშვნელოვანია თვითმფრინავების უსაფრთხო ფრენისათვის, ნადირობის ვადების კოორდინირებისათვის, პარაზიტებისა თუ დაავადებების გადატანის გზების შესწავლისათვის. 1962 წლიდან პარიზში დაარსდა დარგოლვის საერთაშორისო კომიტეტი, რომლის წევრები არიან ეროვნული დარგოლვის ცენტრების ხელმძღვანელები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]