ფრიდონ სიხარულიძე
ფრიდონ მოსეს ძე სიხარულიძე (დ. 9 სექტემბერი, 1937, სოფელი გოგოლესუბანი, ჩოხატაურის რაიონი — გ. 15 ოქტომბერი, 2010, თბილისი) — ქართველი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1956-1961 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1963-1965 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის უნივერსიტეტში ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ისტორიის ასპირანტი; ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1969); ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1990); პროფესორი (1993).
1972 წელს მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1972-1986 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხალხთა მეგობრობის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-2000 წლებში ეროვნულ ურთიერთობათა კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; 2000-2006 წლებში პოლიტოლოგიის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.
ფრიდონ სიხარულიძე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა რუსეთის არქივებში, მათ შორის საბჭოთა კავშირის სხვადასხვა არქივებში და ეძებდა ქართველთა კვალს. მისი მონაწილეობით გაითხარა დონის მონასტერის ქართული საფლავები.
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გამოქვეყნებული აქვს 73 სამეცნიერო ნაშრომი და არაერთი წიგნი.
- სიხარულიძე ფ., მოსკოვის ქართული კულტურის ცენტრის ისტორიიდან. - თბ., 1989. - 166 გვ
- ვახუშტი ბაგრატიონი (...-1758) : ბიობიბლიოგრაფია / საქ. სსრ მეცნ. აკად., ცენტრ. სამეცნ. ბიბ-კა ; [შემდგ. ფ. სიხარულიძე ; რედ. ნ. გურგენიძე ; წინასიტყვ. ავტ. ფრიდონ სიხარულიძე]. - თბ. : მეცნიერება, 1990. - 128გვ
- სიხარულიძე ფ., მოსკოვის ქართული ახალშენის ისტორიიდან / [რედ.: გ. ციციშვილი] ; საქ. მეცნ. აკად., ერთაშორის ურთიერთ. კვლევის ცენტრი. - თბ. : მეცნიერება, 1991. - 310გვ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აკადემიკოს ფრიდონ სიხარულიძის გარდაცვალების გამო. (1937-2010). სიხარულიძე, ფრიდონ (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი) ნეკროლოგი. // საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2010. 14 ოქტომბერი, N192 (6558), 11 გვ.