ფრიდონ ნიჟარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიდონ ნიჟარაძე
დაბადების თარიღი 1944
უშგული (საქართველოს სსრ, სსრკ)
გარდაცვალების თარიღი 13 ნოემბერი, 2020(2020-11-13)
უშგული საქართველოს დროშა საქართველო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მხატვარი

ფრიდონ ნიჟარაძე (დ. 1944 — გ. 13 ნოემბერი, 2020[1]) — ქართველი სიურეალისტი მხატვარი.

ფრიდონ ნიჟარაძეს ბავშვობიდან მხატვრობისადმი დიდი მიდრეკილება აღმოაჩნდა, უშგულში იზრდებოდა და იმ პერიოდში, როცა ტაძრები ფარეხის ფუნქციას ასრულებდა, უპატრონოდ მიტოვებული ლამარიას ტაძრის ფრესკები ფანქრით მოხატა, რომ წამოიზარდა სწავლობდა ქუთაისის სამთო ტექნიკუმში. მუშაობდა მაღაროში, შემდეგ საბჭოთა ჯარში გაიწვიეს. დაბრუნების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და მიუხედავად იმისა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სოხუმში გაანაწილეს, იქ მაინც არ წავიდა და მშობლიურ სვანეთში დაბრუნდა. ამბობდა, რომ უშგულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. კოსმიური სიუჟეტების ხატვის გამო თანასოფლელები მას ქართველ „სალვადორ დალის“ უწოდებენ.

მხატვარმა ნახატების საოცარი სერია შექმნა. ფრიდონ ნიჟარაძის პირველი პერსონალური გამოფენა 2019 წელს თბილისის ისტორიის მუზეუმში მოეწყო.[2] მისი თითოეული ნახატი ხანგრძლივ დაკვირვებას მოითხოვს, რადგან მასში თითოეულ ხაზსა თუ ფერს თავისი დატვირთვა აქვს. დღემდე მხატვრის გენიალური ნამუშევრები სვანეთში, მის მოკრძალებულ სახლში მდებარე სახელოსნოშია გამოფენილი. ძირითადი დამთვალიერებლები უცხოელი ტურისტები არიან.

2020 წლის 14 თებერვალს, ამერიკაში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი მხატვრის, დავით დათუნას მხარდაჭერით, უსმანოვის საერთაშორისო ხელოვნების აკადემიაში სანქტ-პეტერბურგში ფრიდონ ნიჟარაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]