დეივიდ დათუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დავით დათუნა)
დეივიდ დათუნა

დეივიდ დათუნა „Google-ის" სათვალით
დაიბადა 10 თებერვალი, 1974[1]
დაბადების ადგილი საქართველოს დროშა თბილისი, საქართველო
გარდაიცვალა 24 მაისი, 2022
გარდაცვალების ადგილი ბოსტონი, მასაჩუსეტსი
აშშ
ეროვნება აშშ
სფერო ქანდაკება, ინსტალაცია
ცნობილი ნამუშევრები USA-Viewpoints of Millions
(2008-2012)
Love of Millions
(2012)
საიტი http://datuna.com/

დეივიდ დათუნა (ინგლ. David Datuna; დ. 10 თებერვალი, 1974, თბილისი — გ. 24 მაისი, 2022, ბოსტონი) — ამერიკელი ხელოვანი წარმოშობით საქართველოდან, რომელიც 1999 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ნიუ-იორკში.[1][2] მისი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად ცნობილია „მილიონების ხედვის“ სერიები (Viewpoint of Millions), რომლებიც სხვადასხვა უნიკალური ხედვიდან იკვლევენ კულტურული იდენტობის წყაროებსა და მნიშვნელობებს.[1][2][3][4]

დათუნას ხელწერის ტექნიკა „მილიონების ხედვაში“, გამოიხატება პოზიტიური და ნეგატიური ოპტიკური ლინზების კავშირით, რომლებიც ფენა-ფენა დადებული, მოხატული და კოლაჟირებული დიდი მასშტაბის სურათის წინ მაგრდებიან.[3] შერეული მედია პალიტრა ხშირად მოიცავს ფოტოსურათებს, გაზეთების სათაურებს, ჟურნალების ამონაჭრებს, ფერებსა და ნახატებს.[3][4] პრიზმული ზედაპირი თან მალავს და თან წარმოაჩენს მის უკან არსებულ ნაშრომს, ხოლო თვითონ ლინზები ინდივიდუალური იდენტობის, ილუზიის, აღქმნის, დანაწევრებისა და გაერთიანების სიმბოლოებს წარმოადგენენ.[3][4] „მილიონების ხედვის" სერიის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენენ პორტრეტები, დროშები და სიმბოლოები.[4]

დათუნას ნამუშევრები გამოფენილ იყო ევროპაში, რუსეთში, ჩინეთსა და აშშ-ში.[1][5][6]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეივიდ დათუნა დაიბადა 1974 წლის 10 თებერვალს, თბილისში. 1999 წლიდან მუდმივად ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში.[7] Business Insider-ის და სხვა მრავალი გამოცემის თანახმად დეივიდ დათუნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და ძვირადღირებული მხატვარია. მისი ნამუშევრები მრავალი ქვეყნის პირველი პირის, ცნობილ კერძო და საბანკო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მოიპოვება. მხატვრის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დროშებს. თავად ხელოვანის თქმით, დროშები მისთვის არა მხოლოდ ქვეყნის სიმბოლო, არამედ ერთგვარი განცალკევებული ორგანიზმია. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი „საქართველო — მილიონთა იმედი“ მან საქართველოს მიუძღვნა.[7]

სპეციალური პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დათუნას ერთ-ერთი ნამუშევრის ლინზები, ახლოდან.

2011 წლის სექტემბერში, მოსკოვის ხელოვნების ფესტივალზე, დათუნას ვლადიმერ პუტინის პორტრეტი — „პუტინი — მონა ლიზა“, რომელიც მონა ლიზას მინიატურული სურათებისგან იყო გაკეთებული, ანონიმ ბიზნესმენზე 269 000 აშშ დოლარად გაიყიდა.[8]

ისევ 2011 წლის დეკემბერში, ამჯერად SCOPE ხელოვნების შოუ-ზე მაიამიში, დათუნას კიდევ ერთი ნამუშევარი „სტივ ჯობსი / აინ რენდი" 210 000 აშშ დოლარად გაიყიდა,[9] რომლის შედეგადაც ნამუშევარი ფესტივალზე მთელი წლის განმავლობაში გაყიდულ ნამუშევრებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ნიმუში გამოდგა.[6]

2012 წლის იანვარში, დათუნამ საზოგადოებას კიდევ ერთი მისი ნამუშევარი, მილიონთა ხედვის სერიების ფარგლებში შექმნილი, „მილიონთა ხედვა: ისრაელი ოცნების მიღმა“ წარმოუდგინა პალმ-ბიჩში, ფლორიდაში.[4] ნამუშევარი შედგებოდა ისრაელის დროშისგან ტრიპტიხში თანმხლები კასკადური ოპტიკური ლინზებით, რომლებიც წარმოაჩენდნენ ისრაელის წარსულს, აწმყოს და მომავალს.[4] ნაშრომის გაყიდვისგან მიღებული თანხის ნაწილი, გადაერიცხა ისრაელის ებრაულ სააგენტოსა და პალმ-ბიჩის რაიონის ებრაულ ფედერაციას.[4]

2012 წლის მაისში, Global Art Group-მა iTunes-ის მაღაზიისთვის შექმნა მობილურის აპლიკაცია — „ხედვები“ (Viewpoints), რომელიც მომხმარებლებს დათუნას სტილის ნამუშევრების შექმნის საშუალებას აძლევს.[10][11]

აშშ — მილიონთა ხედვა

2012 წელს, დეივიდ დათუნამ Global Art Group-თან და Mironova Art Gallery-სთან ერთად შემოწირულობის სახით ვოდიანოვას ღია გულის ფონდის (Naked Heart Foundation) საქველმოქმედო აუქციონს რობერტ ინდიანას LOVE სიმბოლოსგან გაკეთებული ნატალია ვოდიანოვას პორტრეტი აჩუქეს.[12] ნამუშევარი 790 000 აშშ დოლარად გაიყიდა.[12] ეს შემოწირულობა „ღია გულის ფონდის“ მიმართ დათუნას მხრიდან მეორე იყო. პირველად 2011 წელს მან ფონდს ინსტალაცია „ქაოტური წარსული“ აჩუქა, რომელიც 100 000 აშშ დოლარზე ძვირად გაიყიდა[12] ირინა ვინერზე, რუსი მილიარდერის, ხელოვნების კოლექციონერის და არსენალის ს.კ.-ის მთავარი თანამფლობელის აიშერ უსმანოვის ცოლზე.[12]

2013 წლის დეკემბერში, დათუნა გახდა მსოფლიოში პირველი მხატვარი, რომელმაც Google-ის სათვალე დაუკავშირა თანამედროვე ხელოვნების ნუმუშს.[13][14] Google-ის სათვალესთან ერთად ადამიანი, რომელიც ნამუშევარს უყურებს, ახალ განზომილებაში ხვდება. დროშა თავის აუდიტორიას ეკონტაქტება, სათვალის ეკრანზე შეკითხვებს იძლევა და მაყურებელს ხელოვნების ნიმუშთან ერთგვარად საუბარი შეუძლია.[7] ნამუშევარის დებიუტი ფლორიდაში, მაიამი-ბიჩზე კერძო წვეულება The New World Symphony-ზე SIME MIA-ს კონფერენციის მსვლელობისას მოხდა.[15][16] ფართო საზოგადოებისთვის წარსადგენად კი ნამუშევარი „მაიამის დიზაინის რაიონში“ (Miami Design District) გადაიტანეს.[17] ღონისძიება 5 დღე გაგრძელდა, რომლის დროს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა 1500-ზე მეტმა ადამიანმა, დათუნას „მილიარდთა ხედვების სერიის“ აშშ-ის დროშა, Google-ის სათვალის მეშვეობით დაათვალიერა.[18][19] ნამუშევარი ასევე გამოფენილი იყო ლინკოლნის ცენტრში (Lincoln Center for the Performing Arts), ნიუ-იორკში[20][21][22] ეს ნამუშევარი „მილიარდთა ხედვის სერიის“ 10 დროშიდან პირველია.[23]

საქართველო — მილიონთა იმედი

2014 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ დეივიდ დათუნა საქართველოს უნიკალური საავტორო სტილით შექმნილ ეროვნულ დროშას ჩუქნის. ნამუშევრის შექმნა სახელად „საქართველო — მილიონთა იმედი“ 1 მილიონ აშშ დოლაზრე მეტი დაჯდა. შორიდან დაკვირვებისას ნამუშევარი მოჩანს როგორც კალეიდოსკოპური სურათი, რომელიც ყველაფერს პატრიოტულ სიმბოლოში აერთიანებს, მაგრამ ახლოდან დაკვირვებისას მნახველი შეძლებს შეამჩნიოს გაზეთების კოლაჟირებული სათაურები პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე, ისევე, როგორც პოპ-კულტურის ვარსკვლავების სურათები.[24] მისი ამ ნამუშევრის საქართველოსთვის ჩუქებასთან, კერძოდ კი პრეზიდენტისთვის გადაცემასთან დაკავშირებით დეივიდ დათუნამ „ნოვიე ხრონიკის“-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ „პრეზიდენტი ერის ოფიციალური წარმომადგენელია. ამიტომაც დროშას მე ქართველ ხალხს გადავცემ, პირადად კი საყოველთაოდ არჩეულ წარმომადგენელს — გიორგი მარგველაშვილს, ქართველი ხალხისადმი პატივისცემის ნიშნად.“[25]

გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის ორტომბერში, დათუნას სოლო გამოფენამ „ემბლემა და სურათი“[2] წარმოადგინა პრეზიდენტ ბარაკ ობამას პორტრეტი.[2]

2013 წელს, დათუნამ გახსნა მისი პარიზის გამოფენა „სილამაზე და ძალა“, რომელზეც წარმოდგენილი იყო 15 ნამუშევარი.[5][26]

2013 წლის ოქტომბერში, დათუნამ მოსკოვის გამოფენა „თვალი თვალში“ გახსნა, წითელ მოედანთან ახლოს „ვეტოშნის ხელოვნების ცენტრში“, სადაც რუსეთის სიმბოლოები და პოლიტიკური ფიგურები, როგორიც ვლადიმერ პუტინი და მეფე ნიკოლოზ II-ა რეინტერპრეტირებულ იქნენ ოპტიკური ლინზებით .[3][27][28]

  • 2004 ხელოვანთა ცენტრალური სახლი, მოსკოვი, რუსეთი
  • 2005 „ნა კუზნეცკომ მოსტუ“, ცენტრალურის საგამოფენო დარბაზი, მოსკოვი, რუსეთი
  • 2006 798 ავანგარდული გალერეა, ნიუ-იორკი, აშშ
  • 2008 მანეჟი, საგამოფენო დარბაზი, მოსკოვი, რუსეთი
  • 2008 798 ავანგარდული გალერეა, ნიუ-იორკი, აშშ (სოლო)
  • 2009 მირონოვას გალერეა, კიევი, უკრაინა
  • 2010 არსენალის მუზეუმი, კიევი, უკრაინა
  • 2011 მილიონთა ხედვა, უესტვუდის გალერეა, ნიუ-იორკი, აშშ (სოლო)
  • 2012 პოლიტიკა, მშვიდობა და ვნება, ლონგ-შარპის გალერეა, ინდიანაპოლისი, აშშ
  • 2012 ემბლემა და სურათი, ბირნამ ვუდის გალერეა, ნიუ-იორკი, აშშ (სოლო)
  • 2013 სილამაზე და ძალა, შჩუკინის გალერეა, პარიზი, საფრანგეთი (სოლო)
  • 2013 თვალი თვალში, შჩუკინის გალერეა, მოსკოვი, რუსეთი (სოლო)
  • 2013 მილიარდთა ხედვა Google-ის სათვალესთან ერთად, KIWI-ს სახელოვნობო ჯგუფი და შჩუკინის გალერეა, მაიამი, აშშ

დათუნა ასევე მონაწილეობდა მრავალ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე, მათ შორისაა Art Miami, Scope, Los Angeles Art Show, Art Southampton, Art Hamptons, Houston Fine Art Fair, Texas Contemporary, Art Palm Beach, Art Moscow და სხვა.[1][2]

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიყვარული (LOVE) (2007)
  • სიცოცხლის ყუთი (Box of Life) (2007), ინსტალაცია
  • აშშ — მილიონთა ხედვა (USA — Viewpoints of Millions) (2007), ინსტალაცია
  • მოდა მართავს მსოფლიოს (Fashion Rules the World) (2008) ინსტალაცია
  • აშშ დღეს (USA Today) (2008)
  • კანადა — მილიონთა ხედვა (CANADA — Viewpoints of Millions) (2008), ინსტალაცია
  • ქაოტური წარსული (Chaotic Past) (2008), ინსტალაცია
  • პუტინი — მონა ლიზა (Putin — Mona Lisa (2011), ინსტალაცია
  • პუტინის ელიტური მოდა (Putin Couture) (2011)
  • თეთრი დროშები-თეთრი ოცნებები (White Flags — White Dreams) (2011)
  • ისრაელი — ოცნების მიღმა (Israel — Behind a Dream) (2011)
  • სტივ ჯობსი/აინ რენდი (Steve Jobs/Ayn Rand) (2011)
  • მობილურის აპლიკაცია „ხედვები“ (Mobile Application VIEWPOINTS) (2012)
  • მერლინი — საშა გრეი (Marilyn — Sasha grey) (2012)
  • რუსეთი დღეს (Russia Today) (2012)
  • გადასახადების დრო (Due Date) (2012), ინსტალაცია
  • შავი ბუშტი (Black Bubble) (2012), ინსტალაცია
  • ბ-ნი პრეზიდენტი: მემკვიდრეობა (Mr. President: Legacy) (2012), ინსტალაცია
  • ილუზიის რეალობა (Reality Of Illusion) (2006-2012)
  • ვოდიანოვა — მილიონთა სიყვარული (Vodianova — Love of Millions) (2012), ინსტალაცია
  • თვალი თვალში: ნიკოლოზ II (Eye to Eye: Nicolas II) (2013)
  • თვალი თვალში: პუტინი (Eye to Eye: Putin) (2013)
  • საქართველო — მილიონთა იმედი (Georgia — Hope of Millions) (2014)[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 David Datuna. ციტირების თარიღი: Mar 19, 2012.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 „David Datuna Solo Show at Birnam Wood Gallery“. Daily News. New York. ციტირების თარიღი: Jul 19, 2013.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Дэвид Датуна в арт-центре. Vashdosug. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 23, 2013. ციტირების თარიღი: Oct 23, 2013.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Blending Philanthropy, Culture and Art. Jewish Philanthropy. ციტირების თარიღი: Oct 23, 2013.
  5. 5.0 5.1 Beauty and Power. La Russie d'Aujourd'hui. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 27, 2014. ციტირების თარიღი: Oct 23, 2013.
  6. 6.0 6.1 Steve Jobs Portrait Sells for $210,000. Incredible Art. ციტირების თარიღი: Oct 23, 2013.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 მსოფლიოში ერთ-ერთმა ძვირადღირებულმა მხატვარმა საქართველოს დროშა შექმნა
  8. „Portrait of Russian Prime Minister Vladimir Putin Sells for $269,000“. Business Insider. 3 October 2011. ციტირების თარიღი: 11 Octomber 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  9. Martinelli, Nicole (12 December 2011). „Mashup Portrait of Steve Jobs + Ayn Rand Fetches $210,000“. Cult of Mac. ციტირების თარიღი: 29 February 2012.
  10. Calimlim, Aldrin. Viewpoints Brings The Unique Style Of A Well-Known Artist To Your iDevice. AppAdvise.com.
  11. Viewpoints, App Based on the Eyewear Art of David Datuna. Laughing Squid. ციტირების თარიღი: Oct 23, 2013.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 „David Datuna's portrait of supermodel Natalia Vodianova sells for $790,000“. ArtDaily.com. 13 October 2012. ციტირების თარიღი: 29 February 2012.
  13. Sam Dangremond. (December 3, 2013) Art Appreciation Through Google Glass. Town & Country. ციტირების თარიღი: December 13, 2013.
  14. Suzette LaBoy. Art world convenes for Art Basel Miami Beach. Yahoo News!. ციტირების თარიღი: December 13, 2013.
  15. Debra Klein. (December 4, 2013) David Datuna Creates Google Glass Art for Art Basel Miami Beach. Daily Beast. ციტირების თარიღი: December 13, 2013.
  16. Josh Rubin. (December 2, 2013) David Datuna: Viewpoint of Billions. Cool Hunting. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 6, 2013. ციტირების თარიღი: December 13, 2013.
  17. Jacquelynn Powers. (December 5, 2013) Google Glass Meets Miami Art Week With Artist David Datuna. Miami Pop. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 7, 2014. ციტირების თარიღი: December 13, 2013.
  18. Maria Camila Bernal. (December 3, 2013) David Datuna Mixes Art with Google Glass at Art Basel Miami Beach. NBC Miami. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 13, 2013. ციტირების თარიღი: December 13, 2013.
  19. Adrianne Jeffries. (December 4, 2013) 'Viewpoint of Billions' uses Google Glass to make art look back at you. The Verge. ციტირების თარიღი: December 13, 2013.
  20. Vanessa Golembewski. Google Glass Gets The Art Treatment In NYC. Refinery29. ციტირების თარიღი: 6 February 2014.
  21. Art exhibit uses Google Glass. Fox NY. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 6 February 2014.
  22. Laura Gurfein. (December 16, 2013) Google Glass Gets Artsy at the Lincoln Center Atrium. Racked. ციტირების თარიღი: 6 February 2014.
  23. Kristi Garced. (December 17, 2013) Art, Meet Google Glass: David Datuna Talks Viewpoint of Billions. Women's Wear Daily. ციტირების თარიღი: 6 February 2014.
  24. David Datuna creates Georgian flag's optical illusion. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-14. ციტირების თარიღი: 2014-10-11.
  25. დეივიდ დათუნა: გიორგი მარგველაშვილი ჭკვიანი კაცია და თავისი ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთება სურს
  26. Ludovic Chancel, amoureux : Le fils de Sheila aux anges avec sa belle Sylvie. Pure People. ციტირების თარიღი: Oct 23, 2013.
  27. Russian Leaders as Seen by American Artist David Datuna. The Moscow Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 2, 2013. ციტირების თარიღი: Oct 23, 2013.
  28. Наталья Водянова и другие на открытии выставки. Spletnik. ციტირების თარიღი: Oct 23, 2013.