ფრენკ ლენტინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრენკ ლენტინი
Frank Lentini Zusatzfuß.jpg
ფრენკის ბავშვობის ფოტო
დაბ. თარიღი 8 ივლისი, 1884
იტალიის დროშა იტალია, როზოლინი
გარდ. თარიღი 22 სექტემბერი, 1966 (82 წლის)
აშშ-ის დროშა აშშ, ფლორიდა, ჯექსონვილი
გარდ. მიზეზი ფილტვის უკმარისობა
ეროვნება იტალია
მოქალაქეობა იტალიის დროშა იტალია
აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა ცირკის მსახიობი
მეუღლე(ები) ტერეზა მური
შვილ(ებ)ი ჯოზეფი, ნატალი, ფრენკი, ჯეიმსი
ზედმეტსახელები „განუმეორებელი ფრენკი“
„მეფე“
„სამფეხა ფეხბურთელი“

ფრენკ ლენტინი (დ. 8 ივლისი, 1884, როზოლინი — გ. 22 სექტემბერი, 1966, ჯექსონვილი) — იტალიელ - ამერიკელი ცირკის მსახიობი. ცნობილი როგორც „განუმეორებელი ფრენკი“.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრენკი დაიბადა სიცილიაში, თორმეტშვილიან (შვიდი და, ხუთი ძმა) ოჯახში. მსოფლიოში ცნობილი გახდა სხეულის ანომალიებით: სამი ფეხით, ოთხი ტერფით და ფეხზე 16 თითით.[2]

ასეთი უცნაურობა გამოწველი იყო განუვითარებელი სიამის ტყუპით, რომელიც ემბრიონულ პერიოდში ფრენკს შეეზარდა. ფრენკის მესამე ფეხი სრულფასოვნად მოქმედებდა, ერთადერთი განსხვავება სხვა ფეხებთან შედარებით მოკლე ზომა იყო.[3]

8 წლის ფრენკი ოჯახთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და შოუ ბიზნესით დაკავდა, კონკრეტულად კი ცირკში დაიწყო მუშაობა. 30 წლის ასაკში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მოიპოვა. მისი კარიერა 40 წელიწადს ითვლის, ამ პერიოდში ლენტინმა არაერთი ცირკის გამოსვლებში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ბუფალო ბილის „ველურ დასავლეთში“. ლენტინის პოპულარობის გამო მისი თანატოლები ფრენკს „მეფეს“ უწოდებდნენ.

ბავშვობაში ფრენკი ფეხბურთს თამაშობდა, აქედან მომდინარეობს მისი კიდევ ერთი ზედმეტსახელი „სამფეხა ფეხბურთელი“.[4] ფრენკს ჰყავდა მეუღლე ტერეზა მური და ოთხი შვილი: ჯოზეფი, ნატალი, ფრენკი, ჯეიმსი.[5]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. aww.ge
  2. David Wallechinsky & Irving Wallace. Biography of Three-Legged Wonder Franceso A. Lentini Part 1. trivia-library.com. წაკითხვის თარიღი: 2012-09-26.
  3. ფრენკ ლენტინი-სამფეხა ადამიანი(ნამდვილი ამბავი + ფოტოები) intermedia.ge
  4. FRANCESCO LENTINI – THE THREE- LEGGED MAN www.thehumanmarvels.com
  5. Mario Barresi. “L'uomo di Rosolini che aveva tre gambe. E due paia di organi genitali“, ragusanews, 2010-08-29. წაკითხვის თარიღი: 2012-09-27. (it)