ფრემტეხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამაშებსა და სპორტებში ფრემტეხი ან ყაიმმტეხი (ხშირად "ტაიბრეიკი") — მეთოდი, რომლის დახმარებითაც გამოირჩევა გამარჯვებული ორი დაპირისპირებული მხარიდან, როდესაც შეჯიბრის მიწურულს მათ შორის ფიქსირდება ფრე.

ზოგადი აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატჩებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიგ შემთხვევებში, ფრემტეხი უბრალოდ დამატებითი რაუნდია. მაგალითად, ქვიზური ტიპის თამაშებში, მოთამაშეებში გამარჯვებულს დამატებითი შეკთხვები წყვეტს, რომლებიც გრძელდება მანამ, სანამ ერთი მოთამაშე მეორეს წესების მიხედვით დათქმული ქულების რაოდენობით არ გადაასწრებს ან არ ამოიწურება განსაზღვრული შეკითხვები. სპორტული შეჯიბრებების შემთხვევაში ფრემტეხის როლს თამაშობს "დამატებითი დროის" პრინციპი. გადამწყვეტი, დამატებითი რაუნდი შეიძლება განსხვავდებოდეს სტანდარტული ფორმატისგან, მაგ: ფრემტეხი ჩოგბურთში ან პენალტების სერია ფეხბურთში.