ფრედერიკე პეტრიდისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრედერიკე პეტრიდისი

ფრედერიკე პეტრიდისი
დაბადების თარიღი 26 სექტემბერი, 1903
ანტვერპენი, ბელგია
გარდაცვალების თარიღი 12 იანვარი, 1983
მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ბელგიაში დაბადებული ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ორკესტრის დირიჟორი, რედაქტორი და გამომცემელი, მევიოლინე
აქტიური 54
ორგანიზაცია Orchestrette Classique, West Side Orchestral Concerts
ცნობილია როგორც საინფორმაციო ბიულეტენის, „ქალები მუსიკაში“, რედაქტორი და გამომცემელი
მეუღლე(ები) პიტერ პეტრიდისი (1896-1978)
შვილ(ებ)ი ავრა პეტრიდისი
ჯილდოები მუსიკოსთა ეროვნული ფედერაციის ღირსების მედალი (1979)

ფრედერიკე პეტრიდესი (ფრანგ. Frédérique Petrides; დ. 26 სექტემბერი, 1903 ― გ. 12 იანვარი, 1983) ― ბელგიელი-ამერიკელი დირიჟორი და მევიოლინე. 1933 წელს მან ნიუ-იორკში კლასიკური ორკესტრი (Orchestrette Classique) დააარსა და დირიჟორობდა. ორკესტრი ქალებით იყო დაკომპლექტებული და შედარებით უცნობი ამერიკელი კომპოზიტორების ნამუშევრებს ასრულებდა, როგორებიც იყვნენ: პოლ კრესტონი, სემიუელ ბარბერი და დეივიდ დაიმონდი, რომლებიც დღეს ძალიან ცნობილი კომპოზიტორები არიან.[1] პეტრიდისი ასევე რედაქტორობდა და გამოსცემდა საინფორმაციო ბიულეტენს, „ქალები მუსიკაში“, რომელშიც წლების მანძილზე პროფესიონალი ქალი მუსიკოსების საქმიანობა იყო წარმოჩენილი.[2]

პეტრიდისმა მანჰეტენზე კონცერტების სერიებიც დააფუძნა, მათ შორის: ვესტ-საიდის საორკესტრო კონცერტბი, ნიუ-იორკის სტუდენტური სიმფონიური საზოგადოება და კარლ ჩურცის პარკის კონცერტები.[3]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Garraty, John Arthur, ed. (1999). „Petrides, Frédérique“. American National Biography. 9. New York: Oxford University Press. OCLC 39182280.
  • LePage, Jane Weiner (1983). „Frederique Petrides“. Women Composers, Conductors and Musicians of the Twentieth Century. 2. Metuchen, New Jersey: Scarecrow Press. ISBN 978-0-8108-1597-1. OCLC 6087371.
  • Webb, Walter, ed. (1984). „Petrides, Frédérique“. Biography Index: September 1982 – August 1984. 13. New York: H. W. Wilson Company. OCLC 31441138.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]