ფრანს-ალბერ რენე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანს-ალბერ რენე
ფრანს-ალბერ რენე
სეიშელის მე-2 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ივნისი, 1977 – 16 აპრილი, 2004
წინამორბედიჯეიმზ მენჩემი
მემკვიდრეჯეიმზ მიშელი

სეიშელის კუნძულების პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 ივნისი, 1976 – 5 ივნისი, 1977
პრეზიდენტიჯეიმზ მენჩემი
წინამორბედიჯეიმზ მენჩემი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული16 ნოემბერი, 1935
ფარკუარი, სეიშელის კუნძულები
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია

ფრანს-ალბერ რენე (ინგლ. France-Albert René; დ. 16 ნოემბერი, 1935, ფარკუარი, სეიშელის კუნძულები) — სეიშელის კუნძულების სახელმწიფო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სეიშელის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტი 1977-2004 წლებში. სეიშელის დემოკრატიული პარტიის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ატოლ ფარკუარზე, სეიშელის კუნძულების ყველაზე სამხრეთით მდებარე ატოლზე, ფრანგული წარმომავლობის პლანტაციის მმართველის ოჯახში. დაასრულა დედაქალაქ ვიქტორიის კოლეჯი. სწავლა გააგრძელა შვეიცარიაში და დიდ ბიტანეთში, სადაც ეუფლებოდა იურისტის პროფესიას. სწავლის პერიოდში მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ღონისძიებებში. 1962-1964 წლებში ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში ასევე სწავლობდა ეკონომიკას. 1964 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო საადვოკატო საქმიანობა.

1964 წელს დააარსა და ხელმძღვანელობდა ქვეყანაში პირველ პოლიტიკურ პარტიას - სეიშელის კუნძულების ხალხთა გაერთიანებულ პარტიას. კოლონიის საკანონმდებლო ორგანოში არცევნების შემდეგ თანამოაზრეებთან ერთად დაიწყო აქტიური მოღვაწეობა თვითმმართველობის მოსაპოვებლად. 1875 წელს სეიშელის კოლონიურ მთავრობაში გახდა კოალიციური მთავრობის საზოგადოებრივი შრომისა და მიწის განვითარების მინისტრი. მათთან ერთად მთავრობაში შედიოდა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები. 1976 წელს სეიშელის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პრეზიდენტ ჯეიმზ მენჩემის მთავრობაში დანიშნეს პრემიერ-მინისტრად.

გადატრიალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წლის 5 ივნისს, სეიშელის დამოუკიდებლობის გამცხადებიდან ერთ წელზე მცირე დროში, რენეს მომხრეებმა მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება და რენე გამოაცხადეს რესპუბლიკის პრეზიდენტად. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მან განაცხადა, რომ ის არ არის საბჭოთა ტიპის კომუნისტი არამედ იგი არის „ინდოეთის ოკეანის სოციალისტი“. მიუხედავად ამისა ძალიან მალე მან გამოაცხადა ქვეყნის სოციალისტური გავითარების კურსი სსრკ-ის მაგალითზე.

„სოციალისტური რესპუბლიკა“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს მმართველ პარტიას უწოდეს სეიშელის ხალხის პროგრესიული ფრონტი, რომლის ძირითად იდეოლოგიად გამოცხადდა სოციალიზმი. რესპუბლიკაში 1979 წლის კონსტიტუციის მიხედვით დამყარდა ერთპარტიული მმართველობა. პრეზიდენტის კანდიდატურა შესაძლებელი იყო წარედგინა მხოლოდ მმართველ პარტიას. ქვეყნის პრეზიდენტი ამავდროულად იყო პრემიერ-მინისტრიც და შეიარარებული ძალების მთავარსარდალიც. 1979 წლის 29 ივნისს ფრანს-ალბერ რენე აირჩიეს პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ქვეყანაში ჩაიშალა ბევრი გადატრიალების მცდელობა: მხოლოდ პირველ 2,5 წელიწადში მათი რაოდენობა იყო 3. გადატრიალების მცდელობა იყო 1981 (მაიკლ ჰოარის ხელმძღვანელობით), 1982, 1986 და 1987 წლებშიც.

რენეს ხელსუფლებაში მოსვლის შემდეგ მრავალმა მეწარმემ გადაწყვიტა დაეტოვებინა ქვეყანა რეპრესიების შიშით. 1977-1984 წლებში ქვეყანა დატოვა 4 ათასმა სეიშელელმა, რომლებიც ძირითადად მიდიოდნენ დიდ ბრიტანეთში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

ეროვნული ეკონომიკის მშენებლობისათვის რენემ დაიწყო რადიკალური ღონისძიებების გატარება სოციალურ სფეროში. მკვეთრად შემცირდა უთანასწორობა ხელფასებში. ამუშავდა სრული დასაქმების პროგრამა; ამოქმედდა სოციალური დაცვის პროგრამა. სასარგებლო ცვლილებები განხორციელდა განათლების (ქვეყანაში თითქმს ყველამ იცოდა წერა-კითხვა), საბინაო და ჯანდაცვის სფეროებში, ევროპის ქვეყნების დონემდე შემცირდა ჩვილთა სიკვდილიანობა.

რენეს მმართველობის პერიოდში ცხოვრების დონის მაჩვენებლი სეიშელში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო აფრიკაში. 1992 წლის მონაცემებით ერთ სულზე საშუალო შემოსავალი შეადგენდა 5 000 დოლარს.

1992 წელს საბჭოთა ბანაკის დაცემის შემდეგ ფრანს-ალბერ რენემ გამოაცხადა ქვეყნის გადასვლა მარავალპარტიულ მმართველობაზე და საბაზრო ეკონომიკაზე. 1993 წელს გაიმართა პირველი მრავალპარტიული არჩევნები.

პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩიეს 1979, 1984, 1989, 1993 (59,9 % ხმა 36,7 %-ის წინააღმდეგ - ჯეიმზ მენჩემი), 1998 (რენე - 66,7 %, ვ. რამკალავანი - 19,5 %, მენჩემი - 13,8 %) და 2001 (რენე - 54,2 %, ვ. რამკალავანი - 45 %) წლებში.

1977-1979 წლებში ასევე ეკავა საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობები, 1981-1989 წლებში ფინანსთა და მრეწველობის მინისტრია, 1984-1989 წლებში დაგეგმარების მინისტრია, 1986-1993 წლებში - თავდაცვისა და მრეწველობის მინისტრი, 1998 წლიდან თავდასვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი.

1978-1984 წლებში მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ხოლო 1984 წლის ივნისიდან - გენერალური მდივანია.

გადადგომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის 14 აპრილს ფრანს-ალბერ რენემ თავისი უფლებამოსილება გადააბარა ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმზ მიჩელს. ამის შემდეგ მან იყიდა რანჩო ავსტრალიაში სადაც აპირებს გაატაროს სიცოცხლის დარჩენილი წლები მესამე მეუღლესთან ერთად. იგი კვლავ რჩება მმართველი პარტიის ხელმძღვანელად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]