ფრანკ დიუვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრანკ დიუვალი

ფრანკ დიუვალი (Frank Duval; დ. 22 ნოემბერი, 1940, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი კომპოზიტორი, მომღერალი და არანჟირებების ავტორი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანკ დიუვალი შეისწავლიდა მსახიობისა და მოცეკვავის ხელოვნებას, თუმცა ამავდროულად თავის დასთან - მარიასთან ერთად ეუფლებოდა მომღერლის პროფესიასაც.

1960-იან წლებში ფრანკ დიუვალი იწყებს მუსიკის წერას. 1977 წელს შედგა მისი როგორც კომპოზიტორის დებიუტი გერმანულ ტელესერიალში Tatort.

1970-იან წლებში ფრანკი დაკავებული იყო საკომპოზიტორო შემოქმედებით, თუმცა დროს მაინც პოულობდა ვოკალური შემოქმედებისთვისაც. ამ სფეროში მისი სადებიუტო ალბომი იყო „Die Schönsten Melodien Aus Derrick und der Alte“, რომელიც „Teldec“-მა გამოუშვა 1979 წელს. მთელი 80-იანი წლების მანძილზე ფრანკ დიუვალი თანამშრომლობდა Teldec-თან. მას აგრეთვე რამდენიმე კომპოზიცია აქვს შექმნილი სხვადასხვა ფილმებისთვისაც.

მისი ყველაზე პოპულარული ჰიტებია „Ways“ (1983), „Lovers Will Survive“ (1986) და „When You Were Mine“ (1987).

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Die Schönsten Melodien Aus Derrick Und Der Alte (1979)
  • Angel of Mine (1981)
  • Face to Face - მუსიკა სერიალებისთვის "Derrick" და "Der Alte" (1982)
  • If I Could Fly Away (1983)
  • Orphee (1983)
  • Living Like A Cry (1984)
  • Die schonsten Melodien aus Derrick & der Alte (1984)
  • Die Grössten Erfolge (1985)
  • Time For Lovers (1985)
  • Bitte Laßt Die Blumen Leben (1986)
  • When You Were Mine (1987)
  • Love Me, Love (1988)
  • Touch My Soul (1989)
  • Seine Grössten Erfolge (1989)
  • Solitude (1991)
  • Vision (1994)
  • Vision (Best Of Frank Duval) (1994)
  • Derrick Forever (2000)
  • Angel of Mine (2001)
  • Spuren (2001) (3 დისკიანი ყუთი)
  • Colour Collection (2006)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]