ფოჯის პროვინცია
ფოჯა (იტალ. Provincia di Foggia) — პროვინცია იტალიაში, აპულიის რეგიონში.
ეს პროვინცია ასევე ცნობილია როგორც კაპიტანტა, რეადგან შუა საუკუნეებში ის კატეპანების მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა, როგორც იტალიის კატეპანატის ნაწილი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფოჯის პროვინცია ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ერთი, რომლის ცენტრშიც მდებარეობს დედაქალაქი ფოჯა, ეძახიან ტავოლიერეს და მეორე, რომელიც წარმოადგენს დეზს ჩექმის ფორმის იტალიის კონტურზე, უწოდებენ კარგანოს.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის ფართობი 7 190 კმ²-ია, მოსახლეობა 645 236 (2005). ამჟამად ის შედგება 61 კომუნისგან, მაგრამ 2009 წლამდე მათი რიცხვი 64 იყო, სანამ 3 კომუნა ახლადშექმნილი ბარლეტა-ანდრია-ტრანის შემადგენლობაში გადავიდოდა. მოსახლეობა კი 686 856 ადამიანს შეადგენდა.[1]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ დღეს მისი მნიშვნელობა უწინდელთან შედარებით შემცირებულია, აგრარული სექტორი კვლავ რჩება ფოჯის ეკონომიკის მთავარ ბურჯად, იმდენად, რამდენადაც ამ არეალს ზედმეტსახელად „იტალიის ბეღელს“ უწოდებენ. რამდენიმე მცირე წარმოება ძირითადად კვების მრეწველობაზეა ორიენტირებული.
კანგაცლილი პომიდვრის უდიოდესი ნაწილი ევროპაში ფოჯიდან შედის. ყოველწლიურად იწარმოება 2 მლნ ტონა პომიდორი, მაგრამ გლეხები მხოლოდ რვა ცენტს იღებენ კილოგრამში. იმისათვის რომ გადარჩნენ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ბევრი მეპომიდვრე ფერმერი სამუშაო ძალად არალეგალ იმიგრანტებს იყენებს.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Foggia News and Television
- Official website
- Foggia portal დაარქივებული 2006-05-18 საიტზე Wayback Machine.
- Foggia news დაარქივებული 2006-05-18 საიტზე Wayback Machine.
- Centro Studi Naturalistici
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-07. ციტირების თარიღი: 2011-11-22.
- ↑ Angelo van Schaik, "Bureau Buitenland: de Italiaanse tomaat," Villa VPRO Radio1 (26 August 2010).