ფლორენციული ტრაგედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფლორენციული ტრაგედიაოსკარ უაილდის დაუმთავრებელი პიესა. მასში ასახულია ვაჭართა კლასის აღზევება ფეოდალურ არისტოკრატიაზე.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმონე ვაჭარს ფულით ჰყავს შეძენილი მეუღლე ბიანკა. ბიანკა მოეწონება მდიდარ რაინდ გვიდოს. ბიანკასაც საპასუხო გრძნობა უჩნდება გვიდოს მიმართ. სავაჭროდ წასული სიმონე მოულოდნელად დაბრუნდება შინ და ნახავს გვიდოსა და ბიანკას. სიმონე გარეგნული სტუმართმოყვარეობით ხვდება გვიდოს, რომელიც არ მალავს, რომ ბიანკა მოეწონა. ვაჭარი თითქოს ხუმრობით გამოიწვევს გვიდოს ხმალში. ბიანკას სურს, რომ გვიდომ მოკლას სიმონე, მაგრამ ვაჭარი აჯობებს რაინდს. ბიანკა გაოცებულია ქმრის სიძლიერით, სიმონე კი თითქოს ხელახლა აღმოაჩენს ცოლის სილამაზეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]