ფლანდრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფლანდრა — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურდღლის ჯიში. გამოყვანილ იქნა ბელგიაში 1954 წელს ბელგიელი ზოოლოგის იოჰან კონინგსბერგის მიერ. ფლანდრა შედის მსოფლიოში არსებულ კურდღლების იმ 5 ჯიშში რომლებიც ზრდასრულ ასაკში 8 და მეტ კილოს აღწევენ. მისთვის დამახასიათებელია მუქი ნაცრისფერი და ღია ყავისფერი შეფერილობა. ყურების ფორმა მიუგავს ინგლისურ V-ს. დედალი ფლანდრა მშობიარობისას აჩენს 7-8 ბაჭიას. ერთი თვის ფლანდრას წონა 1-1,2 კგ-ია.