ფიშტი
იერსახე
ფიშტი | |
---|---|
![]() ფიშტი | |
კოორდინატები: 43°57′13″ ჩ. გ. 39°54′11″ ა. გ. / 43.95361° ჩ. გ. 39.90306° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | კრასნოდარის მხარე |
სიმაღლე | 2867 მ |
ფიშტი (რუს. Фишт) — მწვერვალი დასავლეთ კავკასიონზე, მდინარეების ბელაიისა და ფშეხის (ყუბანის აუზი) სათავეებში, რუსეთის კრასნოდარის მხარეში. სიმაღლე 2867 მ. აგებულია კირქვებით, რომლებშიც განვითარებულია კარსტი. გვხვდება მღვიმეები, ძაბრები. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი და მუქწიწვოვანი ტყით, ზევით სუბალპური და ალპური მდელოებია. არის კარული და დაკიდებული მყინვარები. დასავლეთი კედლიდან გადმოედინება ფიშტის ჩანჩქერი, რომლის წყალვარდნილის სიმაღლეა დაახლოებით 200 მ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფიშტი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)