ფიში (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფიში
აფრ. Visrivier
ინგლ. Fish River
Fish River Canyon.jpg
ქვეყნები ნამიბიის დროშა ნამიბია
სათავე ეინასი/ონიჰაბი
24°13′51″ ს. გ. 17°08′03″ ა. გ. / 24.23083° ს. გ. 17.13417° ა. გ. / -24.23083; 17.13417
სათავის მდებარეობა ნაუკლუფტის მთები
სათავის სიმაღლე 1400 მ
შესართავი ორანჟი
28°06′00″ ს. გ. 17°10′30″ ა. გ. / 28.10000° ს. გ. 17.17500° ა. გ. / -28.10000; 17.17500
სიგრძე 650 კმ
ფიში (მდინარე) (ნამიბია)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg
Fish river.jpg

ფიში, ასევე ფისი (აფრ. Visrivier, ინგლ. Fish River) — მდინარე ნამიბიაში.

ფიში ნამიბიის ყველაზე უფრო დიდი მდინარეა, ყველაზე დიდი აუზით. მდინარის სიგრძე შეადგენს 650 კმ-ს და სათავეს იღებს ნაუკლუფტის მთებიდან[1]. რადგანაც მდინარე უფრო მეტად მიედინება ქვეყნის ყველაზე უფრო მეტად მშრალ და გაუდაბნოებულ რაიონებში (მაგალითად კალაჰარი), ის წყლით ივსება მხოლოდ პერიოდულად. მასზე ნაოსნობა შეუძლებელია.

ფიში სათავეს იღებს მდინარე ეინასის მდინარე ონიჰაბთან შეერთების ადგილიდან. ქალაქ მარიენტალთან, რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრთან, მდინარე ფიშზე აშენებულია ქვეყანაში ყველაზე დიდი ჰარდაპის კაშხალი, რომელიც ქმნის მტკნარი წყლის წყალსაცავს. მდინარეს აქვს რამდენიმე შენაკადი.

მდინარე ფიშის ნაპირებზე მდებარეობენ ქალაქები მარიენტალი, გიბეონი და ზეჰეიმი. თავის ქვედა დინებაში მდინარე ქმნის ფიშის კანიონს, სიგრძით 160 კმ-ს. კურორტ აი-აისის სამხრეთ-დასავლეთით ფიში ჩაედინება მდინარე ორანჟში, მისი ატლანტის ოკეანის შესართავამდე 100 კმ-ში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]