ფიოდოროვის სახლი
| ფიოდოროვის სახლი | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა და ფუნქცია | |
| მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
| დასრულება | XIX საუკუნის მეორე ნახევარი |
ფიოდოროვის სახლი (რუს. Дом Фёдорова) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 ბრძანების შესაბამისად სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 63.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახლი აშენებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში არქიტექტორ პ. მაკედონსკის პროექტის მიხედვით.
1873 წლიდან 1880 წლამდე შენობის პირველი მფლობელები იყვნენ სპეციალური დავალებების ოფიცერი, კონტრ-ადმირალი პ. პერელეშინე და „კოლეჟსკი ასესორი“ მიხეილ კრავცოვი.
1880 წელს შენობა კოლეჟის მდივნის იაკობ დიაჩენკოს მფლობელობაშია. მას და მის მემკვიდრეებს სახლი ეკუთვნოდათ 1898 წლამდე. 1898 წელს სახლი შეიძინა ინჟინერ-მექანიკოსის ცოლმა ლიუბოვ კროტკოვამ. კროტკოვა სახლს ფლობდა 1906 წლამდე. შენობის უკანასკნელი მფლობელი იყო გლეხი სემიონ ფიოდოროვი. იგი სახლის მფლობელი იყო 1906–1915 წლებში.
ფიოდოროვის სახლში ცხოვრობდა ვლადიმირ მიხაილოვსკი — პედაგოგი და ბუნების ისტორიის მასწავლებელი მარინის ქალთა გიმნაზიაში და ა. გრანოვსკის კერძო სკოლაში.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორსართულიანი სახლი აგებულია ადრეული კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში. მის მთავარ შესასვლელზე დაშენებულია დიდი აივანი.
მეორე სართულის ფანჯრებს ამშვენებს სანდრიკები, ხოლო ფანჯრის ქვეშ სწორკუთხა ნიშებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Энциклопедия Таганрога. — Ростов-н/Д: Ростиздат, 2003. — 512 с. — ISBN 5-7509-0662-0