ფილოფორა
იერსახე
| ფილოფორა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Phyllophora | ||||||||||
| ||||||||||
ფილოფორა (ლათ. Phyllophora) — ძოწეული წყალმცენარეების გვარი; მარტივი ან დატოტვილი ფირფიტისებრი თალუსი აქვს. მისი სიმაღლე 50 სმ აღწევს. მრავლდება კარპოსპორებით, ტეტრასპორებითა და თალუსის ნაწყვეტებით. ზოგიერთი სახეობის სპოროფიტი იზრდება გამეტოფიტზე. 15-მდე სახეობა გავრცელებულია ცივ და ზომიერ ზღვებში. გვხვდება კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზეც. იყენებენ ლაბოვანი ნივთიერების — კარაგინინის მისაღებად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 314.