ფილიქსი (რეპერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილიქსი

ფილიქსი 2023 წლის სექტემბერს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ფილიქს იონგბოკ ლი
აგრეთვე ცნობილი როგორც ლი იონგბოკ
დაბ. თარიღი 15 სექტემბერი, 2000
დაბ. ადგილი სიდნეი, ავსტრალია
წარმოშობა სამხრეთ კორეა
ჟანრ(ებ)ი კორეული პოპი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მუსიკოსი
  • მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი თარგი:ვოკალი
აქტიური 2017-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრობა Stray Kids
ხელმოწერა
ფილიქსი ვიკისაწყობში

ფილიქს იონგბოკ ლი (დაბადებული 2000 წლის 15 სექტემბერს), ცნობილი როგორც ფილიქსი —ავსტრალიური წარმოშობის სამხრეთკორეელი რეპერი, მოცეკვავე, მომღერალი და სიმღერების ავტორი. სამხრეთკორეული ჯგუფის Stray Kids-ის წევრი, რომელიც 2017 წელს ჩამოყალიბდა კომპანია JYP Entertainment-ის მიერ ამავე სახელწოდების რეალითი შოუს მეშვეობით.[1]

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიქს იონგბოკ ლი დაიბადა 2000 წლის 15 სექტემბერს სიდნეიში, ავსტრალიაში, Seven Hills-ში, კორეელი ემიგრანტი მშობლების ოჯახში. მას ჰყავს ორი, უფროსი და უმცროსი და, სახელად რეიჩელი და ოლივია. ბავშვობიდან უკრავდა ფორტეპიანოზე, გატაცებული იყო სიმღერითა და ცეკვით, ასევე იყო ჩემპიონი ცურვასა და თექვონდოში. სწავლობდა სიდნეის წმინდა პატრიკის კოლეჯში და მისთვის მოსამზადებელი პერიოდი JYP Entertainment-ში 16 წლის ასაკში დაიწყო [2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016–დღემდე: პრედებიუტი, Stray Kids და სოლო აქტივობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიქსმა JYP Entertainment-ში მომზადება დაიწყო 2016 წლის დეკემბერში და მას შემდეგ, რაც გაიარა ორთვიანი მოსამზადებელი პერიოდი, ის პირადად აირჩია Stray Kids-ის ლიდერმა, ბანგ ჩანმა, 2017 წლის თებერვალში, რამაც იგი ჯგუფის მეექვსე წევრად აქცია[3]. ფილიქსი აგრძელებდა Stray Kids-თან ერთად მომზადებას რეალითი შოუს ეთერში გასვლამდე, რომელსაც ასევე Stray Kids ეწოდა.[4] შოუს იგი მერვე ეპიზოდში გამოეთიშა, რაც პარკ ჯინ-იანგის, JYP Entertainment-ის დამფუძნებლის, გადაწყვეტილებით მოხდა. თუმცა, გულდასმით განხილვისა და გულშემატკივართა ხმის მიცემის შემდეგ, ფილიქსი აღადგინეს ჯგუფში შოუს შემდეგ ეპიზოდში.[3] შემდეგ Stray Kids-მა გამოუშვა მათი დებიუტამდელი EP(Extended Play) Mixtape, ხოლო ოფიციალური დებიუტი შედგა EP-ით I Am Not 2018 წლის 25 მარტში.[5]

ფილიქსი იყო მუსიკალური პროგრამის Pops in seoul-ის წამყვანი 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის იანვრამდე[6]. 2022 წლის ივნისში, ფილიქსმა მონაწილეობა მიიღო ნაიონის "No Problem"-ში სადებიუტო EP-დან Im Nayeon.[7] მისი პირველი სოლო სიმღერა "Deep End" შევიდა Stray Kids-ის კომპილაციურ ალბომში SKZ-Replay 2022 წლის დეკემბერში და ჯგუფის 5-star Dome ტურნეს დროს 2023 წელს მან პირველად შეასრულა თავისი გამოუქვეყნებელი სიმღერა "Rev It Up".[8][9] ფილიქსი 2023 წლის ოქტომბერში გამოჩნდა მისი ლეიბლის ჯგუფის NiziU-ს სამხრეთ კორეული სადებიუტო სინგლის "Heartris" მუსიკალურ ვიდეოში [10]

ქველმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წელს ფილიქსმა დაიწყო შემოწირულობების გაცემა და სპონსორობა ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, Save the Children. მისი შეტანილი წვლილის გამო ფილიქსი დაინიშნა კლუბის საპატიო წევრად.[11] 6 თებერვალს მან ასევე შესწირა 50 მილიონი ვონი (2023 წელს 38,500 აშშ დოლარის ექვივალენტი) თურქეთსა და სირიას მომხდარი მიწისძვრის შემდეგ.[12] 2024 წლის იანვარში ფილიქსმა 100 მილიონი ვონი შესწირა UNICEF-ის კორეის კომიტეტს ლაოს ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც ცხოვრობენ ცუდ სანიტარულ და კვებით გარემოში, რამაც იგი გახდა UNICEF-ის ღირსების კლუბის წევრი. [13]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერების სია გამოშვების წლის მიხედვით, ჩარტებში ადგილისა და ალბომის სახელთან ერთად
სახელი წელი უმაღლესი პოზიცია ჩარტში ალბომი
KOR
DL

[14]
HUN
[15]
NZ
Hot

[16]
SGP
Reg.

[17]
US
World

[18]
"Who?"
(ლი ნოსთან და ჰანთან ერთად)
2018 I Am Who
"Wow"
(ლი ნოსთან და ჰიონჯინთან ერთად)
2020 In Life
"Surfin'"
(ლი ნოსთან და ჩანგბინთან ერთად)
2021 29 Noeasy
"Muddy Water"
(ჩანგბინთან, ჰიონჯინთან და ჰანთან ერთად)
2022 26 Oddinary
"No Problem"
(ნაიონთან ერთად)
31 30 25 10 Im Nayeon
"Taste"
(ლი ნოსთან და ჰიონჯინთან ერთად)
32 23 9 Maxident
"Deep End" 178 SKZ-Replay
"Because" (좋으니까)
(ჩანგბინთან ერთად)
"Up All Night" (오늘 밤 나는 불을 켜)
(ბანგ ჩანთან, ჩანგბინთან და სუნგმინთან ერთად)
"—" მიუთითებს, რომ არ მოხვედრილა ჩარტში ან არ გამოშვებულა იმ რეგიონში.

სატელევიზიო გადაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი როლი წყარო
2019–2020 Pops in Seoul წამყვანი [6]

სხვა მუსიკალური ვიდეოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი არტისტი Ref.
2023 "Heartris" NiziU [10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Benjamin, Jeff. (8 September 2022) Stray Kids Timeline: How the Boy Band Grew Into Stars en-US. ციტირების თარიღი: 11 December 2023
  2. Benjamin, Jeff. (5 February 2020) Felix from Stray Kids: with husky voice, catlike looks and intense dancing style, his vocals are one of band's hallmarks. ციტირების თარიღი: 8 December 2023
  3. 3.0 3.1 Glasby, Taylor. (23 November 2021) The evolution of Stray Kids' Felix Lee. ციტირების თარიღი: 25 November 2023
  4. Yoon, Min-sik. (21 September 2017) JYP new boyband project named 'Stray Kids'. ციტირების თარიღი: 26 September 2017
  5. Choo, Seung-hyun (28 March 2018). „스트레이 키즈, K팝 데뷔곡 역대급 조회 수 기록...MV 공개 24시간 만“. Sports Today (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 December 2023. ციტირების თარიღი: 9 December 2023.
  6. 6.0 6.1 Lee, Jeong-soo (19 June 2019). „스트레이 키즈 필릭스, 아리랑TV '팝스 인 서울' 단독 MC 발탁“. Seoul En (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 November 2023. ციტირების თარიღი: 11 December 2023.
  7. Ziwei, Puah (24 June 2022). „TWICE's Nayeon makes her solo debut with 'POP!'. NME. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 June 2022. ციტირების თარიღი: 9 December 2023.
  8. Park, So-young (16 December 2022). „역시 스트레이 키즈!..멤버 전원 '자작 솔로곡' 디지털 앨범 발표“. Osen (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 December 2022. ციტირების თარიღი: 16 December 2022.
  9. Ji, Min-kyung (30 October 2023). "도쿄돔도 접수" 스트레이 키즈, 퍼포먼스 맛집→팬사랑 빛났다 [SKZ in 도쿄돔①]“. Osen (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 December 2023. ციტირების თარიღი: 9 December 2023.
  10. 10.0 10.1 Choi, Jae-hyuk (11 November 2023). „NiziU(니쥬), 클라스가 다르다 데뷔곡 'HEARTRIS' 뮤비 유튜브 5000만 뷰 돌파!“. CBC News (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 December 2023. ციტირების თარიღი: 9 December 2023.
  11. Moon, Wan-sik (7 March 2023). 스키즈 필릭스, 꾸준한 기부로 아너스클럽 멤버 위촉 [SKZ Felix appointed as Honors Club member through consistent donations] (in Korean). MT Star News. Archived from the original on 25 November 2023. Retrieved 25 November 2023 – via Naver.
  12. Hicap, Jonathan. Korean stars donate for victims of earthquake in Turkey, Syria. Manila Bulletin (18 February 2023). ციტირების თარიღი: 25 November 2023
  13. Kim, Ji-ye (4 January 2024). „Stray Kids' Felix donates 100 million won to Laotian children“. Korea JoongAng Daily. ციტირების თარიღი: 5 January 2024.
  14. Peaks on the Circle Download Chart:
    • Surfin' (22–28 August 2021). ციტირების თარიღი: 11 December 2023
    • Muddy Water (13–19 March 2022). ციტირების თარიღი: 11 December 2023
    • No Problem (19–25 June 2022). ციტირების თარიღი: 11 December 2023
    • Taste (2–8 October 2022). ციტირების თარიღი: 11 December 2023
    • Deep End (18–24 December 2022). ციტირების თარიღი: 11 December 2023
  15. Single Top 40 slágerlista - Hivatalos magyar slágerlisták hu. MAHASZ. ციტირების თარიღი: 11 December 2023
  16. NZ Hot Singles Chart. Recorded Music NZ (17 October 2022). ციტირების თარიღი: 15 October 2022
  17. RIAS Top Charts Week 26 (24 - 30 Jun 2022). RIAS (5 July 2022). ციტირების თარიღი: 11 December 2023
  18. Peaks on the Billboard World Digital Song Sales: