ფილე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფილე (ბერძ. φυλή) — საგვარეულო გაერთიანება, საზოგადოება ძველ საბერძნეთში. მოგვიანებით ფილეს უწოდებდნენ ტერიტორიულ ერთეულებს ატიკაში. საგვარეულო ფილეები ჩვეულებრივ იყოფოდა სამ ფრატრიებად (დორიელები ოთხ ნაწილად ყოფდნენ). ფილეები აყალიბებდნენ საზოგადოებებს საკუთარი რელიგიური პირებით, სამხედრო დანაყოფით (რომელსაც ასევე ფილე ეწოდებოდა). ამ სამხედრო დანაყოფს ფილარქი (ბერძ. φύλαρχος) ხელმძღვანელობდა.

ათენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლონის დროს ათენში ოთხი ფილე არსებობდა, თითოეული ქალაქის სათათბირო ორგანოში — ოთხასთა საბჭოში (ბულე) 100 წარმომადგენელს ირჩევდა. ძვ. წ. 508-507 წლებში კლისთენემ ჩამოაყალიბა ათი ახალი ადმინისტრაციული ფილე და ძველებს, რომლებიც საგვარეულო არისტოკრატიის მიერ იმართებოდა შეუნარჩუნდათ რელიგიური ფუნქციები. ახალი ფილეები დაიყო ტრიტიებად (ქალაქი, სანაპირო, მთები) და დემებად. ყოველ ახალ ფილეს სახელმწიფო საბჭოში 50 კაცი ყავდათ წარმოდგენილი.

ფილეებს ეწოდებოდათ გმირების სახელები. გმირი-ეპონიმების სახელზე იყო აღმართული განსაკუთრებული მონუმენტები ათენის აგორაზე. ოფიციალურ დოკუმენტებში ფილეები მოყავდათ შესაბამისი თანმიმდევრობით და ტრადიციულად დანომრილი იყო რომაული ციფრებით:

თანმიმდევრობა გმირი ფილე
I ერექთეოსი ერექთეიდები
II ეგევსი ეგეიდები
III პანდიონი პანდიონიდები
IV ლეოსი (ლეონტი) ლეონტიდები
V აკამანტი აკამანტიდები
VI ოინეუსი ოინეიდები
VII კეკროპსი კეკროპიდები
VIII ჰიპოფონი ჰიპოფონტიდები
IX აიაქსი ეანტიდები
X ანტიოქე ანტიოქიდები

ელინიზმის ეპოქაში ფილეების რაოდენობა გაიზარდა 12-მდე, რომაული მმართველობის დროს კი 13-მდე.

სპარტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი სპარტა დაარსდა მას შემდეგ, რაც ამ მიდამოებში დორიელთა შემოჭრის შედეგად სამი დორიული ფილე დასახლდა: ფიმანი, გილეი, პამფილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (2009) История и культура Древней Греции: Энциклопедический словарь. Москва: Языки славянских культур. ISBN 978-5-9551-0355-6. 
  • Сост. Й. Ирмшер, Р. Ионе; ; Редкол.: В. И. Кузищин (отв. ред.) и др. (1992). Словарь античности : Пер. с нем.. Москва: СП «Внешсигма», გვ. 704. ISBN 5-86290-008-X. 
  • Сост. И. А. Лисовый, К. А. Ревяко; Науч. ред. А.И. Немировский (1996). Античный мир в терминах, именах и названиях: Словарь-справочник по истории и культуре Древней Греции и Рима. Минск: "Беларусь", გვ. 253. ISBN 985-01-0017-6. 
  • Traill, John S. (1975). „The Political Organization of Attica: A Study of the Demes, Trittyes, and Phylai, and Their Representation in the Athenian Council“. Hesperia Supplements. 14.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფილე&oldid=4517706“-დან