შინაარსზე გადასვლა

ფეტა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფეტა

ფეტა (ბერძნულად: φέτα) არის მარილიანი ხაჭოს თეთრი ყველი, რომელიც დამზადებულია საბერძნეთში ცხვრის რძისგან ან ცხვრისა და თხის რძის ნარევისგან. ყველს ოდნავ მარცვლოვანი ტექსტურა აქვს სხვა ყველებთან შედარებით. ფეტას იყენებენ როგორც სუფრის ყველს, ასევე სალათებსა და საკონდიტრო ნაწარმში. მრავალი ცნობლი ბერძნული კერძია, რომელიც სწორედ ფეტასაგან მაზდდება, ასეთია: სპანაკოპიტა (,,ისპანახის ღვეზელი") და ტიროპიტა (,,ყველის ღვეზელი"). მას ხშირად მიირთმევენ ზეითუნის ზეთთან ან ზეთისხილთან ერთად და ასხამენ სხამენ არომატულ მცენარეებს, მაგალითად, როგორიცაა ორეგანო. მა ასევე მიირთმევენ გრილზე შემწვარ მდგომარეობაში, განსაკუთრებით სენდვიჩებში. პოპულარულია ომლეტებში და ისეთ კერძებში, სადაც ფეტა მარილის შემცვლელს წარმოადგენს.

2002 წლიდან ფეტა ევროპის კავშირის დაცვის ქვეშ იმყოფება. ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, საბერძნეთის კონკრეტულ ადგილებში ტრადიციულად წარმოებული ყველები, რომლებიც მზადდება ცხვრის რძისგან, ან ცხვრისა და თხის რძის ნარევიდან მოიხსენიება როგორც ზოგადი სახელწოდება, ფეტა. [1] ამასთან, მსგავსი თეთრი, მარილიანი ყველი (რომელსაც ხშირად სხვადასხვა ენაზე ,,თეთრ ყველს" უწოდებენ) ტრადიციულად მზადდება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და შავი ზღვის სანაპიროზე. [2]

ბერძნული სალათი ფეტას ნაჭერთან ერთად

ფეტა არის რბილი მარილიანი თეთრი ყველი, მცირე ზომის, ხვრელების გარეშე, რომელსაც არ გააჩნია კანი. იგი ჩვეულებრივ იქმნება დიდ ბლოკებად, რომლებიც მარილიან წყალში ეწყობა. ისი გემო არომატული და მარილიანია. ფეტას წყლის შემცველობა 56%-ია, ცხიმიანობა 43%, ხოლო pH ჩვეულებრივ მერყეობს 4,4-დან 4,6-მდე. [3] ფეტა, ტრადიციულად ორ ტიპად, მყარად და რბილად იყოფა. მყარი სახის ფეტა უფრო მეტად მაღალი ხარისხის ყველად ითვლება. რბილი სახის ფეტა ძირითადად გამოიყენება ღვეზელებში და იყიდება იაფ ფასად.

მაღალხარისხოვან ფეტას გასინჯვისას უნდა ჰქონდეს კრემისებრი ტექსტურა და ცხვრის რძის, კარაქისა და იოგურტის არომატები. პირში ეს არის წვნიანი, ოდნავ მარილიანი და მსუბუქად მჟავე ყველი, რომელის ბოლოში ცხარე შეგრძნებას ტოვებს. 230

ფეტა პოლონურ ბოსტნეულის სალათში.

ტრადიციულად ფეტა მზადდება მხოლოდ ცხვრის რძის ან ცხვრისა და თხის რძის ნაზავის გამოყენებით, რომლის შემადგენლობაშიც თხის რძე მაქსიმუმ 30% უნდა იყოს. რძე შეიძლება იყოს პასტერიზებული ან არა ეს მწარმოებელზეა დამოკიდებული. პასტერიზებული რძის გამოყენების შემთხვევაში, ნელ-თბილ რძეს ემატება სპეციალური მიკროორგანიზმები, რომლებიც რძეში მჟავიანობასა და არომატის განვითარებას უწყობენ ხელს. როდესაც პასტერიზებული რძე გაცივდება დაახლოებით 35 ° C- მდე,[4] მას ემატება სპეციალური შემადედებლები. მიღებულ მასას ტკეპნიან, ჭრიან და ატავსებენ სპეციალურ ნაჭრის ტომარაში, რის გამოც ის სითხისგან იცლება. [5] რამდენიმე საათის შემდეგ მასა დასაჭრელად და დასამარილებლად უკვე მზადაა. მარილის პროცენტილი წილი დაახლოებით 3%-მდე იზრდება. დამარილებულ მასალას ლითონის ჭურჭელში ან ხის კასრებში ათავსებენ და რამდენიმე დღით ტოვებენ. მარილის კონცენტრაციის 7%-მდე გაზრდის შემდეგ 2 კვირა ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ ერთი თვე მაცივარში რჩება. ამ ვყელაფრის შემდეგ კონტეინერებს გზავნიან სუპერმარკეტებში სადაც ყველს უშუალოდ კონტეინერებიდან ყიდიან, რადგან ფეტა ძალიან სწრაფად შრება. თუ ფეტა მაცივარში ერთ კვირაზე მეტხანს ინახება ის ძალიან გამომშრალი ხდება. იგი უნდა ინახებოდეს მარილწყალში ან მსუბუქად დამარილებულ რძეში.

  1. Gooch, Ellen (Spring–Summer 2006). "Truth, Lies, and Feta: The Cheese that Launched a (Trade) War". Epikouria: Fine Foods and Drinks of Greece. Triaina Publishing. Archived from the original on 5 July 2009.
  2. https://www.pappaspost.com/feta-cheese-at-the-heart-of-growing-us-eu-trade-tensions/
  3. "Presenting the Feta Cheese P.D.O. – Feta's Description" დაარქივებული 2018-01-18 საიტზე Wayback Machine. . Fetamania. CheeseNet: Promoting Greek PDO Cheese. 2010. Retrieved 7 December 2013.
  4. "Feta Production" დაარქივებული 2020-07-31 საიტზე Wayback Machine. . Fetamania. CheeseNet: Promoting Greek PDO Cheese. 2010. Retrieved 7 December 2013.
  5. "Greek Cheese". Odysea. Odysea Limited. 2013. Retrieved 7 December 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფეტა“-დან