ფესტოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Phaistos 01.jpg

ფესტოსი (ბერძ. φαιστές) — ძველი ქალაქი, ეგეოსის კულტურის ცენტრი კუნძულ კრეტაზე. 1900–1966 წლებში გათხარეს იტალიელმა არქეოლოგებმა. ნეოლითსა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანაში ფესტოსი პატარა დასახლება იყო. დაახლოებით ძვ. წ. 2200 წელს აქ აშენდა კნოსოსის მსგავსი, მონუმენტური სამეფო სასახლე. აღსანიშნავია მისი მოკირწყლული მოედნები, საკურთხეველი და ეგრეთ წოდებული თეატრალური მოედანი, რომელსაც 500 კაცისთვის განკუთვნილი, საფეხურებად განლაგებული სკამები აქვს. ძვ. წ. XVIII საუკუნეების შუა წლებში მიწისძვრის შემდეგ სასახლე გააფართოეს და აღადგინეს. აღსანიშნავია სასახლის მშენებლობის მაღალი დონე: დარბაზებისა და ოთახების, გრძელი კორიდორების კედლები ნაგებია თლილი ფილებით, მოხატულია ფრესკებით. მოწყობილია რთული წყალგაყვანილობა, დამხმარე სათავსები. საყურადღებოა პერისტილის ტიპის ეზო. დაახლოებით ძვ. წ. 1470 წელს მიწისძვრის შედეგად ფესტოსი დაინგრა და მისგან პატარა დასახლება დარჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]