ჰანიფა მალიქოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰანიფა მალიქოვა აზერ. Hənifə Məlikova-Abayeva

ჰანიფა მალიქოვა მეუღლესთან ჰასან ბეი ზარდაბისთან ერთად
დაბადების სახელი ჰანიფა აბაევა
დაბადების თარიღი 6 მაისი, 1856
ნალჩიკი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1929
ბაქო, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი
საქმიანობა განმანათლებელი, პედაგოგი
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) ჰასან ბეი ზარდაბი
შვილ(ებ)ი მითჰათ ბეი, საფვათ ბეი მელიქ-ზარდაბი, ფერი თოფჩუბაშოვა, გარიბსოლთან მალიქოვა

ჰანიფა მალიქოვა-აბაევა (აზერ. Hənifə Məlikova-Abayeva; დ. 6 მაისი, 1856, ნალჩიკი — გ. 1929, ბაქო) —აზერბაიჯანის ერთ-ერთი პირველი განმანათლებელი ქალბატონი. ჰასან ბეი ზარდაბის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰანიფა მალიქოვა დაიბადა 1856 წლის 6 მაისს ნალჩიკში, ჩრდილოეთ კავკასიაში. სწავლობდა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში. იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო მუსლიმი გოგონების სწავლა ქრისტიანულ ქვეყანაში[1].

ჰანიფა მალიქოვა დაქორწინებული იყო ჰასან ბეი ზარდაბიზე და აზერბაიჯანელი ხალხის ერთ-ერთი პირველი განმანათლებელი ქალი იყო. 1875-1877 წლებში ჰანიფა ჰასანთან ერთად მჭიდროდ მონაწილეობდა გაზეთ „აქინჯის“ გამოცემაში. ამის შესახებ ის თავის მემუარებში წერს[2].

1881 წელს ჰანიფა მალიქოვამ გახსნა უფასო სკოლა საკუთარ სახლში, როდესაც ისინი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდნენ ზარდაბში და ასწავლიდნენ ხალხს მეცნიერებასა და წიგნიერებას. ამ დროს მალიქოვებს დევნიდნენ და მათზე ზეწოლას ახდენდნენ ადგილობრივი სასულიერო პირები. ჰანიფა მალიქოვა 16 წლის განმავლობაში ქმართან ერთად სოფელ ზარდაბში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა. მოგვიანებით ის ოჯახთან ერთად გადავიდა ბაქოში[3].

ჰასან ბეი ზარდაბის მრავალი წლის განმავლობაში სურდა ბაქოში მუსლიმ ქალთა სკოლის გახსნა. ეს ინიციატივა ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევის ინვესტიციით ხორციელდება. სკოლის დირექტორად უნდა ყოფილიყო განათლებული აზერბაიჯანელი-თურქი ქალბატონი, ამიტომ ჰანიფა მალიქოვა 1901-1905 წლებში ბაქოში პირველ მუსლიმ ქალთა სკოლის დირექტორად მუშაობდა. მოგვიანებით კი, 1909-1919 წლებში ის ბაქოს პირველ რუსულ-თათრულ გოგონათა სკოლაში დირექტორის თანამდებობას იკავებდა[4].

ჰანიფა მალიქოვამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანელი ქალების ცხოვრებაში. მისი ინიციატივით შეიქმნა ბაქოს ქალბატონების პირველი ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია მალე გადაიქცა ბაქოს მუსულმან ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებად. 1920-1926 წლებში ქალბატონი ჰანიფა მუშაობდა პასუხისმგებელ თანამდებობაზე აზერბაიჯანის სსრ განათლების სახალხო კომისარიატში[1][3].

ჰანიფა მალიქოვას საგანმანათლებლო მოღვაწეობა ფართოდ იყო გავრცელებული ამიერკავკასიის დემოკრატიულ წრეებში. ქალბატონი, რომლის ცხოვრებაც სავსე იყო ტანჯვითა და ხანდახან დევნით, არასოდეს იღლებოდა ბრძოლისგან[2].

ჰანიფა მალიქოვასა და ჰასან ბეი ზარდაბის ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდათ. მათი ერთ-ერთი ვაჟი საფვეთ მალიქოვ-ზარდაბი ცხოვრობდა ანკარაში. ის ცნობილი არქიტექტორი იყო. მეორე ვაჟის შესახებ თითქმის ინფორმაცია არ არსებობს. უფროსი ქალიშვილი ფერი, რომელიც ცოლად გაჰყვა ალიმარდან ბეი თოფჩუბაშოვს, ემიგრაციაში გარდაიცვალა. მოგვიანებით მეორე ქალიშვილის, გარიბსოლტანის საიდუმლო საფლავი იქნა აღმოჩენილი[3].

ჰანიფა მალიქოვა გარდაიცვალა 1929 წელს ბაქოში. იგი ჯერ ქალაქის სასაფლაოზე დაკრძალეს, მოგვიანებით კი მისი ცხედარი გადაასვენეს საპატიო დაკრძალვის ხეივანზე, მისი მეუღლის ჰასან ბეი ზარდაბის საფლავთან[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]