ფერის მუხტი
იერსახე
ფერის მუხტები
კვარკების სამი „ფერი": წითელი, მწვანე და ლურჯი ფერები ზედდებისას იძლევა ნეიტრალურ (უფერო) კომბინაციას.
ანტიკვარკების სამი „ანტიფერი" ასევე ანეიტრალებს ერთმანეთს. „ფერის" ზედდება შესაბამის „ანტიფერთან" აგრეთვე იძლევა უფერო კომბინაციას.
გლუონებს გადააქვთ „ფერი" ერთი კვარკიდან მეორესთან. შესაბამისად, გლუონს შეიძლება ჰქონდეს „ფერი", რომელიც მიიღება სამი „ფერიდან" ნებისმიერის შერევით ნებისმიერ „ანტიფერთან". ამასთან, 9 შესაძლო კომბინაციიდან ერთი არის „უფერო". მას „ფერი” არ გადააქვს და, როგორც ექსპერიმენტი აჩვენებს ურთიერთქმედებაში არ მონაწილეობს. ამიტომ ურთიერთქმედების გადამტანი გლუონები 8 „ფერად" მდგომარეობაში შეიძლება არსებობდეს.
ფერის მუხტი — კვარკებისა და გლიუონების მახასიათებელი კვანტური რიცხვი კვანტურ ქრომოდინამიკაში. კვარკის თითოეულ ტიპს (u, d, c, s, b, t) შეუძლია იყოს ფიზიკურად განუსხვავებელ სამ „ფერითს“ მდგომარეობაში, ხოლო გლიუონებს — რვა „ორფეროვან“ მდგომარეობაში. კვანტურ ქრომოდინამიკაში „ფერად“ ნაწილაკებს აქვთ „ფერის მუხტი“, რომელიც მათ ურთიერთქმედებას განსაზღვრავს. თავისუფალ მდგომარეობაში „ფერადი“ ნაწილაკი აღმოჩენილი არ არის, რაც ე. წ. „ფერის“ შეკავების მოვლენასთანაა დაკავშირებული. „ფერის“ ცნება პირველად შემოიღეს ნ. ბოგოლიუბოვმა, ბ. სტუმინსკიმ, ა. თავხელიძემ (სსრკ), მ. ჰანმა და ი. ნამბუმ (აშშ) 1965 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 264.