შინაარსზე გადასვლა

t-კვარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
t-კვარკი
ინგლ. Top (truth) quark
შემადგენლობა ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკი
ოჯახი ფერმიონი
ჯგუფი კვარკი
თაობა მესამე
მონაწილეობს ურთიერთქმედებებში ძლიერი, სუსტი, ელექტრომაგნიტური, გრავიტაციული
სიმბოლო t
ანტინაწილაკი t-ანტიკვარკი (t)
თეორიულად დაამტკიცა მაკოტო კობაიაში
ტოშიჰიდე მასკავა (1973)
აღმოჩენილია CDF და DØ collaborations (1995)
მასა გევ/c²
იშლება b-კვარკი (99.8%)
s-კვარკი (0.17%)
d-კვარკი (0.007%)
მუხტი
მუხტის ფერადობა r, g, b
სპინი
სუსტი იზოსპინი LH: , RH: 0
სუსტი ჰიპერმუხტი LH: , RH:

t-კვარკი (ინგლ. Top quark < top — „ზედა“ ან ინგლ. Truth quark < truth — „ჭეშმარიტი“; აღნიშვნა: t) — ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკი, კვარკი. შედის ფერმიონების მესამე თაობის ჯგუფში, აქვს მუხტი +(2/3)e.

როგორც ყველა კვარკი, ის მონაწილეობს ოთხივე სახის ურთიერთქმედებაში: ძლიერში, სუსტში, ელექტრომაგნიტურსა, გრავიტაციულში. ცოდნის ამჟამინდელ დონეზე, t-კვარკი არის უსტრუქტურო ნაწილაკი, ანუ ფუნდამენტური, ისევე როგორც სხვა კვარკები და ლეპტონები.

მესამე თაობის კვარკების არსებობა, მათ შორის b- და t-კვარკები, იწინასწარმეტყველეს 1973 წელს მაკოტო კობაიაშიმ და ტოშიჰიდე მასკავამ CP-სიმეტრიის დარღვევის ფენომენის ასახსნელად.[1]

t-კვარკის ძიება დაახლოებით 20 წელი გაგრძელდა.[2] იგი აღმოაჩინეს 1994-1995 წლებში ამერიკულ ფერმილაბის ლაბორატორიაში ტევატრონის კოლაიდერის ექსპერიმენტებში CDF[3] და D0[4] თანამშრომლობით. ექსპერიმენტული მონაცემების უმეტესობა დაგროვდა 1994 წელს. CDF და D0 თანამშრომლობის ნაშრომები, რომლებიც აღმოჩენაზე აცხადებდნენ პრეტენზიას, გადაეგზავნა ჟურნალ Physical Review Letters-ს 1995 წლის 26 თებერვალს. სტატიების შინაარსი არ იყო გამჟღავნებული აღმოჩენის ოფიციალურ განცხადებამდე, რომელიც მოხდა 1995 წლის 2 მარტს ფერმილაბის სემინარზე.

დიდი ადრონული კოლაიდერის გაშვებამდე, ტევატრონი იყო ერთადერთი ექსპერიმენტული კომპლექსი მსოფლიოში, სადაც წყვილი t-კვარკების წარმოება შეიძლებოდა. პროტონ-ანტიპროტონული წყვილის შეჯახების ენერგია ამ ამაჩქარებლის მასის ცენტრში შეადგენს 1.96 ტევ. ამ ენერგიაზე წარმოიქმნება t-კვარკისა და t-ანტიკვარკის წყვილი 7 პიკობარნის ფართობზე, რაც შეესაბამება სტანდარტული მოდელის პროგნოზს (6.7-7.5 პიკობარნი t-კვარკის მასისთვის 175 გევ/ც2).

t-კვარკის აღმოჩენამ, რომლის მრავალი თვისება ნაწინასწარმეტყველი იყო სტანდარტული მოდელით, საბოლოოდ დაადასტურა კვარკების რეალობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Боос Э. Э., Брандт О., Денисов Д., Денисов С. П., Граннис П. Top-кварк (к 20-летию открытия) // Успехи физических наук. — Российская академия наук, 2015. — Т. 185. — С. 1241—1269. — doi:10.3367/UFNr.0185.201512a.1241.
  • Andrea Giammanco. Single top quark production at the LHC (англ.) // Reviews in Physics. — 2016. — Vol. 1. — P. 1—12. — doi:10.1016/j.revip.2015.12.001.
  • Giorgio Cortiana. Top-quark mass measurements: Review and perspectives (англ.) // Reviews in Physics. — 2016. — Vol. 1. — P. 60—76. — doi:10.1016/j.revip.2016.04.001.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Пескин М., Шрёдер Д. . Введение в квантовую теорию поля. — Ижевск: НИЦ «Регулярная и хаотичная динамика», 2001. — 784 с. — ISBN 5-93972-083-8. — С. 681.
  2. Боос Э. Э., Брандт О., Денисов Д., Денисов С. П., Граннис П. Top-кварк (к 20-летию открытия) // Успехи физических наук. — Российская академия наук, 2015. — Т. 185. — С. 1241—1269
  3. Abe F. et al. Observation of Top Quark Production in ppbar Collisions with the Collider Detector at Fermilab (англ.) // Physical Review Letters : journal. — 1995. — Vol. 74, no. 14. — P. 2626—2631.
  4. Abachi S. et al. Search for High Mass Top Quark Production in ppbar Collisions at s½ = 1.8 TeV (англ.) // Physical Review Letters : journal. — 1995. — Vol. 74, no. 13. — P. 2422—2426