შინაარსზე გადასვლა

ფენაკოდუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფენაკოდუსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Phenacodus

ფენაკოდუსი (ლათ. Phenacodus) — ძუძუმწოვრების ამომწყდარი რიგის კონდილართრას (Condylarthra) გვარი. მათი სხეულის (კუდიანად) სიგრძე 1,5 , სიმაღლე 60 სმ აღწევდა. ჰქონდათ გრძელი, დაბალი ქალა, თხემზე — ქედი, პატარა ტვინის ქალა, ყბებზე განლაგებული 44 კბილი, უკანაზე ბევრად მოკლე წინა კიდურები. თითითმავალნი იყვნენ (5-5 თითიდან მხოლოდ შუა 3-3 თითს ეყრდნობოდნენ). გვარში 10-მდე სახეობა იყო. ფენაკოდუსის ნაშთები ცნობილია ჩრდილოეთ ამერიკის პალეოცენისა და ეოცენის, აგრეთვე დასავლეთ ევროპის ეოცენის ეპოქის ნალექებიდან. ფენაკოდუსი კენტჩლიქოსნების წინაპარია.