ფელტინს არენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფელტინს არენა

ფელტინს არენა (გერმ. Veltins-Arena) — სტადიონი გელზენკირხენში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავს შალკე 04.

არენის მშენებლობა 1998-2001 წლებში მიმდინარეობდა და 192 მილიონი ევრო დაჯდა. იტევს 61,482 (53,951 დასაჯდომი) მაყურებელს, უეფას კლასიფიკაციით ხუთვარსკვლავიანი სტადიონია.

სტადიონზე გაიმართა 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, ასევე 2004 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: