ფელიპე ლიმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფელიპე ლიმა
ფელიპე ლიმა.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ფელიპე ლიმა ლოპესი
დაბადების
თარიღი
2 თებერვალი, 1989 (1989-02-02) (30 წლის)
დაბადების
ადგილი
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილიის დროშა ბრაზილია
სიმაღლე 1.81 მ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
თავისუფალი აგენტი
ახალგაზრდული კარიერა
2007-2009 ცფზ
2009ბოტაფოგო (იჯარით)
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009 ცფზ
2009-2013 ბოტაფოგო 2 (0)
2011დუკი-დი-კაშიასი (იჯარით) 1 (0)
2012ამერიკა (რიო) (იჯარით)
2012ბანგუ (იჯარით)
2013-2014 ტუპი 25 (0)
2014-2015 სიონი ბოლნისი 4 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 18 თებერვალი, 2015

ფელიპე ლიმა ლოპესი, ან მოკლედ ფელიპე ლიმა (დ. 2 თებერვალი, 1989, რიო-დე-ჟანეირო) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, პოზიციით საყრდენი ნახევარმცველი. 2014-2015 წლებში იცავდა საფეხბურთო კლუბ ბოლნისის „სიონის“ ღირსებას.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერის ადრეული წლები გაატარა „ცენტრო დე ფუტბოლ ზიკო სოსიედად ესპორტივაში“, რომელიც დააარსა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ზიკომ. 2010-2013 წლებში ირიცხებოდა „ბოტაფოგოში“, რომლის რიგებშიც მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. მისი დებიუტი ბრაზილიის სერია A-ში შედგა 2010 წლის 6 ივნისს, „კორინთიანსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ფელიპე თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო. იმ შეხვედრაში, მოწინააღმდეგეთა რიგებში ითამაშა რობერტო კარლოსმა.[1] „ბოტაფოგოში“ თამაშისას მის გუნდს ცნობილი ბრაზილიელი მწვრთნელი, ჟოელ სანტანა წვრთნიდა. „ბოტაფოგოდან“ იჯარით იმყოფებოდა სამ ბრაზილიურ კლუბში, „დუკი-დი-კაშიასიში“, რიო-დე-ჟანეიროს „ამერიკასა“ და „ბანგუში“. 2013-14 წლების სეზონი გაატარა საფეხბურთო კლუბ „ტუპიში“, 2014 წლის სექტემბრიდან ბოლნისის „სიონის“ ფეხბურთელია,[2] იგი გუნდს გიორგი ფოფხაძესთან ერთად შეუერთდა.[3] 2014-15 წლების სეზონის პირველ ნახევარში „სიონის“ მაისურით მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]