ფარსმან სონღულაშვილი
ფარსმან სონღულაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 13 თებერვალი, 1923 |
გარდ. თარიღი | 2001 |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
ალმა-მატერი | შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი |
ფარსმან სონღულაშვილი (დ. 13 თებერვალი, 1923 წელი, დიღომი (სოფელი) — გ. 2001 წელი) — ქართველი მსახიობი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მან დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1948 წელს.[1]1948 - 1965 წლებში ის გახლდათ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, ხოლო 1965 წლიდან კი მოღვაწეობა გააგრძელა მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში.
იგი გადაღებულია ქართულ კინოფილმებში: „კეთილი კაცი - „ობოლა“ (ერთხელ შაქრიანში)“ (1985), „ყვითელი ჩიტი“ (1983), „ბერიკაცები“ (1975), „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (1965), „გამსვლელი პაიკი“ (1970), „აბეზარა“ (1956), „ქალის ტვირთი“ (1957).[2]
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფარსმან სონღულაშვილს 1961 წელს მიღებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება. 1998 წელს — ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინო ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის.[3]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ხელოვნების კალენდარი (თეატრი, მუსიკა, კინო), თბილისი, 1993. გვ. 14.
- სიმონიშვილი გ., გაჩეჩილაძე თ., ყიფიანი თ.(რედ), წიგნი ღირსებისა: ტ. 3, თბილისი, 2001, გვ.302.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ფარსმან სონღულაშვილი
- ხელოვნების კალენდარი : 1993 წელი : (თეატრი, მუსიკა, კინო)
- ფარსმან სონღულაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი