უჯრედების დიფერენცირება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიფერენციაცია ემბრიონის განვითარების პროცესში

უჯრედების დიფერენცირებაუჯრედების სპეციალიზირებული ფენოტიპის ფორმირების გენეტიკურად განსაზღვრული პროგრამის რეალიზაციის პროცესი. დიფერენცირება ცვლის უჯრედის ფუნქციას, მის ზომას, ფორმასა და მეტაბოლურ აქტივობას.

უჯრედების ფენოტიპი არის გენების განსაზღვრული ნაკრების კოორდინირებული ექსპრესიის (ანუ შეთანხმებული ფუნქციური აქტიურობის) შედეგი. დიფერენცირების პროცესში ნაკლებად სპეციალიზირებული უჯრედი ხდება უფრო მეტად სპეციალიზირებული. მაგალითად, მონოციტი ვითარდება და ხდება მაკროფაგი, პრომიობლასტი ხდება მიობლასტი, რომელიც სინციტიუმის წარმოქმნით აფორმირებს კუნთოვან ბოჭკოს. გაყოფა, დიფერენცირება და მორფოგენეზი ის ძირითადი პროცესებია, რომელთა მეშვეობითაც ცალკეული უჯრედი (ზიგოტა) გარდაიქმნება მრავალუჯრედიან ორგანიზმად, რომელიც სხვადასხვა სახის უჯრედებს შეიცავს.

უჯრედების დიფერენციაცია ხდება არამარტო ემბრიონული განვითარების დროს, არამედ ზრდასრულ ორგანიზმში (სისხლწარმოქმნის, სპერმატოგენეზის, დაზიანებული უჯრედების რეგენერაციის დროს).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]